| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

10 წლის მექსიკელმა გოგონამ, ადჰარა პერეს სანჩესმა IQ ტესტში 162 ერთეული მოაგროვა, რაც ალბერტ აინშტაინის და სტივენ ჰოკინგის შედეგზე მაღალია. მომავალში გოგონა კოსმონავტობას და მარსის კოლონიზაციას გეგმავს. ამის შესახებ Daily Star წერს.
ადჰარამ კითხვა სამი წლის ასაკში ისწავლა. ამავე ასაკში დაიწყო მასშტაბური პაზლების აწყობა და ალგებრის შესწავლა. სკოლაში თანატოლები გოგონას თავს არიდებდნენ, მას უცნაურად თვლიდნენ, რადგან ხშირად უბრალოდ იჯდა და მენდელეევის პერიოდულ სისტემას სწავლობდა.
ადჰარამ დედას განუცხადა, რომ სკოლაში სიარული აღარ სურდა. გოგონას მშობელმა სპეციალისტებს მიმართა, მათ კი ბავშვის IQ შეამოწმეს. ამის შედეგ გოგონასთვის სპეციალური სასწავლო გეგმა შედგა, მან სწრაფად აითვისა სასკოლო პროგრამა და 10 წლის ასაკისთვის სისტემური და სამრეწველო ინჟინერიის სფეროში განათლების მიღება მოასწრო.
ამჟამად, ადჰარა არიზონას უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, სადაც NASA-ს სპეციალისტების გაცნობა და კოსმოსის კვლევებში მონაწილეობა სურს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას