სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ისევ ჩემი საყვარელი აჭარა!..“ - გოჩა ტყეშელაშვილმა სამი მნიშვნელოვანი პროექტი წარადგინა
16-09-2021
-
+


წარმატებული ადამიანები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს, ამის წინაპირობა კი განათლებაა - ის, რასაც „ეტალონი“ უკვე თითქმის ორი ათეული წელია უანგაროდ, ერთგულად ემსახურება და საამაყოა, რომ არაერთ გამოწვევას, ბარიერსა და კოვიდპანდემიასაც კი არ შეუძლია, ხელი შეუშალოს განათლებული მომავალი თაობების წარმატებისკენ სწრაფვას.

გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი წიგნი+რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელმაც არცთუ დიდი ხანია დღის სინათლე იხილა; „საქვეყნო მნიშვნელობის კლასბი“, „ერის ტექნოლოგიური მეხსიერება“ - სრულად საგანმანათლებლო საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ეს სამი პროექტი, გოჩა ტყეშელაშვილმა ამჯერად ხელვაჩაურისა და ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, ადგილობრივი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო. 



„ისევ ჩემი საყვარელი აჭარა!.. პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან  ერთად ამჯერად ქობულეთს და ხელვაჩაურს ვესტუმრე... საქმიანი შეხვედრები ონლაინ-ფორმატში ჩავატარეთ... მადლობა ქობულეთის და ხელვაჩაურის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს - მადონა გოგიტიძესა და ხათუნა დიდმანიძეს აქტიური ჩართულობისა და თანამოაზრეობისთვის!..

განვიხილეთ აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები: ინოვაციური წიგნი+რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ - საჭიროება აშკარაა!!!  აქტიურ ფაზაში შედის საქვეყნო მნიშვნელობის კლასების შერჩევა - ზემო აჭარიდან 100 საქვეყნო მნიშვნელობის კლასს შევარჩევთ!!! ბათუმში 100 საქვეყნო მნიშვნელობის კლასის შერჩევა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს! და კიდევ... მომავლის პროექტი, რომელიც უკვე იდგამს ფეხს - „ერის ტექნოლოგიური მეხსიერება“ - ასე გამოეხმაურა მოგვიანებით პროექტების სულისჩამდგმელი გოჩა ტყეშელაშვილი აჭარაში ვიზიტს, ჩვენ კი გეტყვით, რომ მომავალი მოსწავლეების სასკოლო გამოწვევებისთვის მომზადება, წარმატებისკენ სწრაფვის მოტივაცია, ოჯახის მაქსიმალური ჩართულობა შვილების განათლებაში - ესაა „ეტალონისა“ და izrune.ge-პროექტების არსი, რომელიც უმთავრეს მიზანს - წარმატებული, განათლებული თაობების აღზრდას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება