სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი გორდეზიანი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ლექსით ულოცავს
15-09-2021
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი გორდეზიანი სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას თავისი ლექსით ულოცავს.

„ისევ მოვიდა სექტემბერი მზისფერ ფერებით,
შემოგვაპარა სველი სურნელი ატმის და მტევნის...
წლები მიფრინავს,
გამალებით, სწრაფი ჭენებით,
მიაქვთ წარსულის მოგონება უსწრაფეს ელვის...
ისევ გაისმის ხმამაღალი ანბანის ქება,
მერხებთან ისევ მეორდება ილიას აზრი..
და უსასრულოდ ლამაზია ბავშვის ნამღერი, „დედაო ღვთისა, როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი“.
შეუდარებლად ლამაზია ღიმილი ბავშვის,
ლურჯი სამყარო, მოხატული მისი თვალებით ...
წიგნში კი ისევ მხიარული ზღაპრის გმირები,
ცაში დაფრენენ ჯადოსნური ოქროს რაშებით.
მერე ციფრების სამყაროში მოგზაურობა,
ზეცის მშვენება,
უამრავი უცხო პლანეტა...
და უძველესი ისტორიის უტყვი მოწამე,
ბაჯაღლოსაგან ჩამოსხმული ოქროს მონეტა.
აქ, ამ კედლებში, გაისმება "შენ ხარ ვენახი,"
დიდი ოსტატის თავგანწირვა - სვეტი
ცხოველი...
აქ, ამ მერხებთან, მეორდება გალაკტიონი და ტრაგედია ერისათავის, ურჩი ფხოველის.
სკოლის კედლებში მეორდება ომი დიდგორის, და გაიელვებს ყველა გმირის მებრძოლი ხმალი, უძლეველია ჩვენი ქვეყანა ადრეც და ახლაც,
ყოველთვის იყო, მარად იქნება და ახლაც არის!!!!“,-წერს ნანა გორდეზიანი, ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება