სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ არ გვაშინებს სირთულეები, ყველაფერს თანადგომით დავძლევთ“-თბილისის N6 სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
-
+


დღეს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. თბილისის N6 საჯარო სკოლა სწავლის განახლებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორი თამარ აბაზაძე სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას დიდი სიყვარულით ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ თბილისის მე-6 საჯარო სკოლის მონატრებულ მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს წლის მნიშვნელოვანი მოვლენის დაწყებას. დღეიდან იწყება ახალი 2021-2022 სასწავლო წელი, ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალ გამოწვევებთან შეჭიდების, ახალ მეგობრების შეძენის პროცესი. მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. გახსოვდეთ, რომ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

ჩვენ არ გვაშინებს სირთულეები, ყველაფერს დავძლევთ თანადგომით. გისურვებთ ჯანმრთელობას, იმედს ვიტოვებ მალე დავუბრუნდებით სასკოლო სივრცეს, სიყვარულით თქვენი თამარ აბაზაძე“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება