| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს 600 - მდე სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების მშობლები განმარტებით ბარათებს მიიღებენ, სადაც ასახული იქნება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა კომპლექსურ დავალებებს განახორციელებენ მათი შვილები წლის განმავლობაში. ბარათებს მოამზადებენ სკოლის მასწავლებლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან თანამშრომლობით.
მშობლებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დავალებების პირობების დახვეწასა და ბავშვების ინტერესებზე მორგებაში, მასწავლებლებთან ერთად. ეს გაზრდის სკოლის ცხოვრებაში მათი მონაწილეობის ხარისხს და ხელს შეუწყობს მოსწავლეების სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას.
კომპლექსური დავალება არის დავალების ტიპი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე პრაქტიკაში იყენებს და რეალურ ცხოვრებას უკავშირებს საგნობრივი საკითხის სახით განსაზღვრულ ცოდნას. ამგვარ დავალებებს განათლების რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
იხილეთ კომპლექსური დავალების ბარათების ნიმუშები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას