სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა სოციალური კამპანია სახელწოდებით „გადაარჩიე“ წამოიწყო
24-01-2018
-
+


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა სოციალური კამპანია სახელწოდებით #გადაარჩიე წამოიწყო, რომელის მიზანი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. 

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ა(ა)იპ ლაიფისა და თავისუფალი ოლიმპიადის მხარდაჭერით განხორციელდა რამდენიმე აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა კამპანიის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და აღნიშნული თემის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმას.

„მნიშვნელოვანია ის, რომ კოდექსის განსახორციელებლად და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს რატიფიცირებული აქვს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციები, რომელიც საჭიროებს აღნიშნული კონვენციების მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვასა და ეტაპობრივად მის განხორციელებას,“- აღნიშნავენ საინიციატივო ჯგუფის წევრები. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის დადგენილებით №160 შემუშავდა და დამტკიცდა ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ დირექტივებსა და რეგულაციებს. 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება