სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

თუ მასწავლებელი დროებით ქვეყანას ტოვებს, აქვს თუ არა ონლაინ გაკვეთილების ჩატარების უფლება?
28-11-2021
-
+


უკვე მესამე სასწავლო წელია, მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურადაც უტარდებათ. პანდემიამ სასკოლო ცხოვრებაში ქაოსი შეიტანა. მიუხედავად პრობლემებისა, ბევრი ისეთი ცვლილება მოხდა საგანმანათლებლო სივრცეში, რომ კრიზისმა მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც აიძულა, ტექნოლოგიურად განვითარებულიყვნენ.

განათლების სისტემა დისტანციურ სწავლებას მოერგო, კანონში ცვლილებები შევიდა, გაიწერა ონლაინ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის წესი, გაკვეთილების ხანგრძლივობა და ა.შ.

დისტანციურ სწავლებას ერთ-ერთი დადებითი მხარე აქვს, სკოლაში ყოველდღიურად სიარული არაა საჭირო, სადაც გსურს იქ შეგიძლიათ გაემგზავროთ, დაისვენოთ და სასწავლო პროცესშიც ჩაერთოთ. მითუმეტეს, პანდემიის დროს თუ ქალაქისგან მოშორება და მშვიდად ყოფნა გინდათ, ონლაინ გაკვეთილები ხელს შეგიწყობთ, საქმესთან ერთად დაისვენოთ. ეს რაც შეეხება საქართველოს ფარგლებში მოგზაურობას, მაგრამ საინტერესოა, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ქვეყნის დატოვება გიწევთ?

აქვს თუ არა უფლება მასწავლებელს, რომ გაემგზავროს საზღვარგარეთ და ონლაინ გაკვეთილები სხვა ქვეყნიდან ჩაატაროს?

თითქოს ხელისშემშლელი არაფერი უნდა იყოს, დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად ხომ მთავარი ტექნიკური საშუალებაა?!

როგორც etaloni.ge-მ გაარკვია პედაგოგს არ აქვს უფლება, საზღვარგარეთ გაემგზავროს და სასწავლო პროცესში მაინც ჩართული იყოს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს ქვეყნის დატოვება უწევს, სავალდებულოა, რომ მან შვებულება გააფორმოს. მასწავლებელს საზღვრის დატოვების შემდეგ ონლაინ გაკვეთილების ჩატარების უფლება არ მიეცემა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება