| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2021 წლის აბიტურინტთა შორის ტრადიციულად არიან ისეთები, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგნში გადალახეს, თუმცა, სამწუხაროდ, სტუდენტები ვერ გახდნენ. როგორც Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აცნობა, ასეთი 413 აბიტურიენტია.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება 413 აბიტურიენტმა, რომლებსაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჰქონდათ დაძლეული სავალდებულო საგნებში“, - აღნიშნულია, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ის, თუ, რატომ ვერ გახდნენ ეს აბიტურინეტები სტუდენტები, მიზეზი შეიძლება არაერთი იყოს, მათ შორის: ისეთი უნივერსიტეტების ჩაწერა პრიორიტეტულ სიაში, რომლებსაც უფრო მაღალი შიდა ზღვარი აქვთ დაწესებული ვიდრე „ნაეკს“, პროგრამების მცირე რაოდენობა და ისეთი პროგრამის არჩევა რომელზეც მაღალი კონკურენცია.
მსგავსი შემთხვევები, თითქმის ყოველ წელს ხდება. შარშან ზღვარი ყველა საგანში დაახლოებით 500-მა აბიტურიენტმა გადალახა, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში, სწავლის გაგრძლეების უფლება ვერ მოიპოვა, 2019 წელს ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა კი 800- მდე იყო.
შეგახსენებთ, რომ წელს სტუდენტი 29 361 აბიტურიენტი გახდა, ანუ აპლიკანტთა 76%.
ასევე, იხილეთ: ყველაზე უფროსი აბიტურიენტი 55 წლისაა - „ნაეკმა“ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას