TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მასწავლებლების ანაზღაურება აკადემიური ხარისხების მიხედვით - რამდენი იქნება თქვენი ხელფასი ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის დიპლომის ფლობისას
19-09-2021
-
+


მასწავლებლების ანაზღაურება აკადემიური ხარისხების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, თუ პირს დოქტორის ხარისხი აქვს, ამავე სპეციალობით სკოლაში დასაქმების შემთხვევაში პირდაპირ უფროსის სტატუსი მიენიჭება. მისთვის დასაქმებამდე ერთადერთი მოთხოვნა საგნის კომპეტენციის დადასტურება იქნება. ამ პრივილეგიით მხოლოდ დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლები სარგებლობენ, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ მასწავლებლობის მსურველს მაგისტრის აკადემიური ხარისხი აქვს? არის თუ არა განსხვავებული პედაგოგთა ანაზღაურება აკადემიური ხარისხის მიხედვით?

მაგისტრის ხარისხის მქონე მასწავლებლობის მსურველმა სკოლაში დასაქმების მიზნით უნდა ჩააბაროს მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდა იმ საგანში, რომლის სწავლებასაც გეგმავს და იმ შემთხვევაში, თუ დიპლომში პედაგოგი არ უწერია, გამოცდის ჩაბარების შემდეგ უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა. სკოლაში დასაქმების შემდეგ კი ის აკადემიური ხარისხის დანამატით ისარგებლებს.

რამდენია მასწავლებლის სახელფასო დანამატი აკადემიური ხარისხის მიხედვით?

ბაკალავრის ხარისხის მქონე მასწავლებელი, რომლის სამუშაო გამოცდილებაც 6 წელზე ნაკლებია, სრულად დატვირთვის შემთხვევაში მიიღებს 477.90 ლარს (სტატუსის დანამატის გარეშე)

მაგისტრის ხარისხის მქონე - 524, 48 ლარს (სტატუსის დანამატის გარეშე)

დოქტორის ხარისხის მქონე კი - 571,05 ლარს (სტატუსის დანამატის გარეშე)

თუ სამუშაო გამოცდილება 6 წელზე მეტია, მაგრამ 11 წელზე ნაკლები, აკადემიური ხარისხის მიხედვით ანაზღაურება ასეთი იქნება:

ბაკალავრი - 496,13

მაგისტრი - 542,70

დოქტორი - 589,28

ხოლო თუ სამუშაო გამოცდილება 10 წელზე მეტია:

ბაკალავრი - 502,20

მაგისტრი - 548,78

დოქტორი - 595, 35

რაც შეეხება დანამატებს, დამრიგებლობისთვის მასწავლებელს 101, 25 ლარი დაერიცხება (საშემოსავლოს ჩათვლით), სტატუსის დანამატები კი ასეთია:

  • უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 570 ლარით;
  • წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 950 ლარით;
  • მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1250 ლარით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება