სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი - აცრა არის ნებაყოფლობითი
13-08-2021
-
+


ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია, შეზღუდვების მორიგ წრეზე წავედით და ბუნებრივია, ამ ფონზე, სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ვაქცინაციაზე. თუმცა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა და აცრის მომხრეებსა თუ მოწინააღმდეგეებს შორის მუდმივი დისკუსია მიდის. ბევრი მიიჩნევს, რომ აცრები სავალდებულო გახდება, რაზეც, პრემიერმა კიდევ ერთხელ, განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი:

„ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი“.

ღარიბაშვილმა ასევე დასძინა, რომ „ამ ვითარებაში ჩვენ გამოწვევად გვრჩება მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ჩვენ ვებრძვით ვირუსს, რომელიც არის მომაკვდინებელი. არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში მოვყევი ქრონოლოგიურად, რომ ეტაპობრივად, ისე, როგორც იკეთებენ ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო აცრებს, ანალოგიურად, როგორც ჩანს, ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს მსოფლიოში, რომ დამკვიდრდება ყოველწლიურად ამ აღნიშნული აცრების ჩატარება და ამის მაგალითად მოვყევი, რომ ამერიკაში სექტემბრის თვეში აპირებენ ბოლო ფაზის ავტორიზაციის მინიჭებას ვაქცინისათვის და ვივარაუდე, რომ ალბათ სავალდებულო გახდება. გვაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია, აქეთ მიდის ყველაფერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, თითქოს მე ვთქვი, რომ ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და აცრა იქნება სავალდებულო. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი“.

იხილეთ ასევე:

საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება - შეეხება თუ არა ინიციატივა სკოლებისა და ბაღების მასწავლებლებს?!


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება