| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასშტაბით სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სპექტაკლი „თოვლის დედოფალი“ დაიდგა. სპექტაკლის დადგმის იდეა ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორს ეკუთვნის.
სპექტაკლის დადგმისთვის მე-2ა კლასის მოსწავლეები დიდი ხნის განმავლობაში, მონდომებით ემზადებოდნენ კლასის ხელმძღვანელის ელისო მეტრეველის და მუსიკის პედაგოგის, მაკა ჟორჟოლიანის დახმარებით და შედეგმაც გაამართლა. მინი-სპექტაკლს „თოვლის დედოფალი“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 14 მოსწავლე დაესწრო. სკოლის დირექციამ მათ სამახროვრო საჩუქრებიც გადასცა.
სპექტაკლს ასევე ესწრებოდა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი, საკრებულოს განათლებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, თენგის ნიჟარაძე, ქალაქის გამგებლის მოადგილე, ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს წევრი, სერგო კიტკიტაძე, აიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, სალომე ქუთათელაძე, ციალა ღვინიანიძე, ოტია იოსელიანის რძალი, თეა გიორგაძე, გაზეთ წყალტუბოს რედაქტორი, მურთაზ კანკაძე და ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი, ნინო წილოსანი.
პატარების მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა მაყურებელზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას