სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე გამოქვეყნდება
02-08-2021
-
+


მასწავლებელთა გამოცდები დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ დამატებითი სესიები და ბუნებრივია, ყველა მოუთმენლად ელის შედეგებს. თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრაქტიკოსებს კიდევ ერთი შანსი მომავალი სასწავლო წლის მეორე სემესტრამდე მიეცემოდათ, სხვადასხვა ვერსია მაშინვე გაჩნდა და მათ შორის ერთ-ერთი ის გახლდათ, რომ შემოდგომით გამოცდების ახალი სერია იქნებოდა...

თუმცა, როგორც გაირკვა, არანაირი გამოცდები არ იქნება და პრაქტიკოს პედაგოგებს კრედიტების დაგროვებით შეეძლებათ უფროსის სტატუსის მოპოვება; ხოლო მათ, ვინც ამას ვერ მოახერხებს, სკოლის დატოვება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან მოუწევთ, ყოველ შემთხვევაში, სკოლებმა ვაკანსიები, ოფიციალურად, არაუგვიანეს იანვრისა უნდა გამოაცხადონ. ამის შესახებ მასწავლებლის სახლი მკაფიო განმარტებას აკეთებს და კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: „იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 თვისა, აცხადებს კონკურსს“.

რაც შეეხება შედეგებს, მასწავლებლის სახლის განმარტებით, ისინი „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნდება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე“. 

სხვათა შორის, მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, კომენტარი „ნაეკის“ ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემაც გააკეთა და აღნიშნა: „შედეგების პასუხი შემოდგომაზე გვექნება“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება