სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო - დღეს, პირველად ჩატარდება სპეციალური მასწავლებლების გამოცდა
27-07-2021
-
+


საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. გარდა ამისა, დღეს სპეციალური მასწავლებლის გამოცდა პირველად ტარდება. ასევე ტარდება სესიები იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც გამოცდების დღეს კორონავირუსი დაუფიქსირდათ. მაგისტრობის მსურველი 12800-ზე მეტი აპლიკანტია.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, ისევე როგორც აბუტირიენტები და პედაგოგები, მაგისტრობის კანდიდატებიც დამატებითი სესიებით ისარგებლებენ. 

გორგოძის თქმით, დღეს კოვიდ-19-ის ვირუსის დადასტურების გამო 59 პირი, მათ შორის, 42 მაგისტრობის, 17 სპეციალური მასწავლებლობის მსურველი გამოცდაზე ვერ გავა.

„მაგისტრობის კანდიდატი 12800-ზე მეტი გვყავს წელს, რაც შეეხება საგამოცდო პერიოდს, 30 ივლისის ჩათვლით გრძელდება საერთო სამაგისტრო გამოცდა. მაგისტრების და სპეციალური მასწავლებლის შემთხვევაშიც ის აპლიკანტები, რომლებსაც დღეს დაუდასტურდებათ კოვიდი, არ გამოცხადდებიან და მათთვის დაინიშნება დამატებითი სესია“, - განაცხადა გორგოძემ.

სამაგისტრო გამოცდაზე გამსვლელებს დღეს წაკითხულის გააზრება-ანალიტიკურ წერაში აქვთ გამოცდა.

2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი ასეთია: 28 ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა; 29 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 30 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ. დეტალები იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში.

სპეციალური მასწვალებლის გამოცდა დღეს მეორე სესიაზე ჩატარდება, აპლიკანტებს ბარიერი დაძლეულად ჩაეთვლებათ თუ  ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტს, ანუ 33 ქულას დააგროვებენ. გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათია. იხილეთ ტესტური დავალებების ნიმუშები

იხილეთ: ყველაფერი, რაც სამაგისტრო და საგრანტო კონკურსის შესახებ უნდა იცოდეთ - „ნაეკი“ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საინფორმაციო შეხვედრა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველებისათვის - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება