სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გულწრფელი აღტაცებით ვულოცავთ დათოს ამ ღირსშესანიშნავ წარმატებას“- კონტუათის საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული სამხედრო ლიცეუმში ისწავლის
22-07-2021
-
+


იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული დათო რუხაძე ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ისწავლის.

დათო რუხაძემ ლიცეუმში ჩაბარების მსურველთაგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულა აიღო, იგი პირველ ოცდახუთეულში მოხვდა. ასევე, აქვე აღსანიშნავია, რომ დათო სკოლის ფრიადოსანი მოსწავლე იყო.

კონტუათის საჯარო სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულს ამ დიდ წარმატებას.

“2010 წელს ქუთაისში დაარსდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, რომელიც დაფუძნებიდან დღემდე, ყველა პარამეტრით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირებს. სასწავლებელში მოსახვედრად რთული კონკურსის გავლაა საჭირო. მისი მთავარი ეტაპი მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდის გავლას გულისხმობს. წელს მთელი საქართველოდან აღნიშნულ გამოცდაში 375 აპლიკანტი მონაწილეობდა, რომელთაგან მოწინავე ასეულს ელოდება სანუკვარი სასწავლებლის კარის შეღება და რაოდენ სასიხარულოა, რომ მოწინავეთა მოწინავეებს შორის აღმოჩნდა იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის კონტუათის საჯარო სკოლის წლევანდელი ფრიადოსანი კურსდამთავრებული დათო რუხაძე. მისი ადგილი ზემოაღნიშნულ გამოცდაში მოპოვებული ქულის მიხედვით, პირველ ოცდახუთეულშია. ჩვენ გულწრფელი აღტაცებით ვულოცავთ დათოს ამ ღირშესანიშნავ წარმატებას! ასევე ეს წარმატება გვინდა მივულოცოთ: მის პირველ მასწავლებელს ქალბატონ ნატო გახარიას, ჩვენი სკოლის დირექტორს ბატონ გიორგი სანოძეს, დათოს ზედა კლასების დამრიგებლებს ბატონებს: ავთანდილ ჯანელიძეს და რაფიელ ჩარგეიშვილს და ყველა იმ მასწავლებელს ვინც ჩვენი საამაყო მოსწავლის აღზრდაში მონაწილეობდა!“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

მოსწავლეებმა წიგნს ილუსტრაციებიც დაურთეს და მკითხველს მსოფლიო მოგზაურები საინტერესოდ წარუდგინეს

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება