| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის ნიჭიერმა მოსწავლემ - გიორგი ჯუღელმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე მაღალი ქულები მოიპოვა.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი 2020-2021 სასწავლო წელს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ გახდა.
სკოლა ამაყობს მოსწავლის მიღწევებით.
„თერჯოლის N2 საჯარო სკოლა ყოველთვის იყო გამორჩეული ისეთი მოსწავლეებით, რომლებიც თავიანთი მიღწევებით სკოლას სახელს მატებდნენ, გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებდნენ ჩვენს ისტორიაში.
ამჯერად, სწორედ ერთ-ერთ ასეთ მოსწავლეზე გვინდა გიამბოთ.
გიორგი ჯუღელი მეთერთმეტე კლასის გამორჩეული, მონდომებული და უნარიანი ახალგაზრდაა.
სწავლისადმი მისი დამოკიდებულება, მისი ინტერესი და პასუხისმგებლობა სამაგალითოა, არის ერთნაირად წარმატებული ყველა საგანში და ცდილობს თავისი ცოდნა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზეც წარმოაჩინოს, სადაც წარმატება არც ისე ადვილია, რადგან მასში ქვეყნის მასშტაბით უამრავი მოსწავლე მონაწილეობს.
არც ერთი წუთი ეჭვი არ შეგვპარვია ჩვენ, მის მასწავლებლებს, რომ გიორგი გვასახელებდა, სიამაყის გრძნობით აგვავსებდა და ჩვენს ერთობლივ, ამდენი წლის ნაღვაწს საუკეთესოდ წარმოაჩენდა.
მართლაც, გიორგიმ წარმატებით გადალახა ოლიმპიადის ორი ტური და ფინალურ, მესამე ტურშიც საუკეთესო შედეგები აჩვენა.
ქართული ენასა და ლიტერატურაში 40 -დან 32 ქულა, ხოლო ისტორიაში 25-დან 20 ქულა დაიმსახურა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი 2020-2021 სასწავლო წელს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ გახდა.
გიორგი ჯუღელის ძლიერი მხარე სწორედ სკოლის სახელის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენაა, მისი ავტორიტეტი კი საოცარი შერწყმა ინტელექტსა და თავდაჯერებულობას შორის.
მომავალ წელს გიორგი უკვე აბიტურიენტია, გვჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გვასახელებს და იტყვის თავის სათქმელს ცხოვრების ყველა ეტაპზე!“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა