| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს საინფორმაციო ვიდეოს იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რა განსხვავებებია არსებულ ვაქცინებს შორის, როგორია მათი ეფექტურობა და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს ვაქცინაციას.
კოვიდთან საბრძოლველად დაშვებულია, რამდენიმე ტიპის ვაქცინა, მათ შორისაა:
მ-რნმ ვაქცინა - შეიცავს არა კოვიდ-19-ის გამომწვევ ვირუსის ფრაგმენტს, არამედ ინსტრუქციას უჯრედებისთვის, თუ როგორ შექმნან უვნებელი სპაიქცილები. წარმოქმნილი უვნებელი სპაიქცილები იწვევენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს, ანტისხეულების გამომუშავებას, შედეგად ადამიანის ორგანიზმი სწავლობს ინფექციასთან გამკლავებას. მ-რნმ ვაქცინის მაგალითია, „ფაიზერი“.
ვექტორული ვაქცინა - გამოიყენება მოდიფიცირებული სხვა უვნებელი ვირუსი. ვექტორი, რომელსაც მიაქცევს კორონავირუსის სპაოიქცილის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უჯრედში. ვექტორის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად უჯრედი იწყებს უვნებელი ნაწილის სპაიქცილის გამომუშავებას, რომელსაც ამოუცნობს იმუნური სისტემა და იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას. სწორედ ეს ანტისცეულები იცავს ორგანიზმს მომავალში კოვიდ-19-ით ინფიცირებისგან. ვექტორულ ვაქცინათა ჯგუფს განეკუთვნება „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი“.
ინაქტივირებული ვაქცინა - დაავადების გამომწვევი ვირუსის ინაქტივირებულ ფორმას შეიცავს. ეს არის ტრადიციული მეთოდი, რომელიც გრიპისა და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინებში გამოიყენება. ამ გზით ვირუსს დაავადების გამოწვევა არ შეუძლია, თუმცა ის ორგანიზმის იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს. ამ ტიპის ვაქცინებს განეკუთვნება „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.
გაეცანით ვიდეოს და გაიგეთ დეტალები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა