სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე რომ ვიყავი, მუდამ ვოცნებობდი, წარმატებული ლიდერი გავმხდარიყავი“- ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი
20-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა პასუხობს.

- წარმატება არის...
- გასაღები, გზა და საშუალება, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებისათვის, ოჯახზე, ქალაქსა და ქვეყანაზე ფართო სპექტრის ზრუნვისათვის. წარმატებული ადამიანი მუდამ მოქმედებაში ხარ, მოძრაობაში, ცდილობ რაც შეიძლება მერი მადლი გასცე. მადლის გაცემა კი სიკეთის ქმნაა. ეს კი ცხოვრების საზრისია. როგორც ტატო იტყოდა: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს.“

- ჩემი სკოლა მახსენებს...
- უდარდელ ბავშვობას, გამორჩეულ და წარჩინებულ მოსწავლეობას, ჩემი სწავლითა და შემოქმედებითი უნარების გამომჟღავნებით გაცისკროვნებულ ჩემი მასწავლებლებსა და მშობლების სახეებს.

- ჩემი პირველი მასწავლებელი... 
- ძალიან კეთილშობილი, ერუდირებული და კარგი ქართულით მეტყველი ქალბატონი გახლდათ. დღემდე ვცდილობ ამ კუთხით მივბაძო მას.

- მოსწავლე რომ ვიყავი...
- მუდამ ვოცნებობდი წარმატებული ლიდერი გავმხდარიყავი, მქონდა დაუოკებელი სურვილი ვყოფილიყავი გამორჩეული ადამიანი და აკადემიური არა მარტო სწავლის მხრივ, არამედ შემოქმედებითი კუთხითაც. ეს სურვილი დღემდე არ გამნელებია.

- ჩემი სამაგიდო წიგნი...
- შოთას „ვეფხიტყაოსანი“, რომელიც მუდამ თანამედროვე იქნება, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და გურამ ფანჯიკიძის „აქტიური მზის წელიწადი“.

- ზაფხულში ვცდილობ...
- თადარიგი დავიჭირო ახალი სასწავლო წლისთვის, გრძელვადიანი მიზნები დავსახო და თან ოდნავ განვიტვირთო, რათა ჩვეული ენერგიით შევუდგე სწავლის დაწყებას, რადგან ვიცი რომ საქმის დასაწყისი საქმის ნახევარზე მეტია. მზე და ზღვა კი სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი უებარი საშუალება.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...
- „თუ ბედავ სწავლებას, არასოდეს შეწყვიტო სწავლა“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება