სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ზაფხულში ვცდილობ ჩემი სკოლის ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგო“ - მარინა მიქაძე, სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი
20-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორთან, მარინა მიქაძესთან შედგა.

- წარმატება არის. . .

- როცა შენს მიზნებს პატიოსანი შრომით მიაღწევ. წარმატებაა, როცა სკოლაში ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთის აზრს პატივს სცემენ.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . .

- ეკლესიას, სადაც მხოლოდ სინათლე და სიყვარულია. ეს სიყვარული ჩაუქრობელი სანთელივით გადაეცემა თაობიდან თაობებს.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .

- იყო მანანა დვალიშვილი 80-იანი წლების სოფელში ქალაქიდან პედაგოგიურ პრაქტიკაზე ჩამოსული მოდური ვარცხნილობითა და სამოსით. მზესავით შემოანათებდა ხოლმე საკლასო ოთახში. მახსენდება სკოლის ჭიშკართან ატუზული სოფლის ბიჭები როგორ ეპრანჭებოდნენ. მე მეამაყებოდა ეს ლამაზი და ჭკვიანი გოგო ჩემი პირველი მასწავლებელი რომ იყო.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .

- ერთ სული მქონდა როდის დავასრულებდი სკოლას და გავხდებოდი მასწავლებელი.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .

- მიჭირს გამორჩევა და მაინც კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“.

- ზაფხულში ვცდილობ. . .

-  ჩემი სკოლის ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგო (რაც დირექტორი ვარ მას შემდეგ). ამჟამადაც მიმდინარეობს რესურსოთახის სარემონტო სამუშაოები.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .

- „დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება