სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ, დავემსგავსო ჩემი ცხოვრების საუკეთესო მასწავლებლებს“- ლელა აკობია, ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
20-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორთან, ლელა აკობიასთან.

- წარმატება არის. . . 

- რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილით და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებით გამოწვეული სიმშვიდე...თვითკმაყოფილება, რომ შენ ბოლომდე დაიხარჯე საყვარელი საქმისთვის და მიაღწიე დასახულ მიზნებს

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 

- ლამაზ დღეებს, საყვარელ მასწავლებლებს, ვალდებულებებს. თითოეული მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილი მახსოვს პირველი კლასიდან მეთერთმეტე კლასამდე. სულ ვცდილობ, დავემსგავსო ჩემი ცხოვრების საუკეთესო მასწავლებლებს

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . 

- შორენა ფიფია - კეთილშობილების, თავაზიანობის, სიბრძნის ეტალონი. საოცრად გაწონასწორებული, მიუკერძოებელი - ასეთი მახსოვს პირველივე დღიდან. მისი წყნარი ხმის ტონი, აუღელვებელი, ამიტომაც სკოლაში სულ ვცდილობ, ფრთხილად და სწორად  შევარჩიო პირველი კლასის მასწავლებელი 


- მოსწავლე რომ ვიყავი. . . 

- ალბათ ბეჯითი ვიყავი, ცოტა მოუსვენარი. დედა სულ მეუბნებოდა, არ შეგაწუხებ, სულ ისწავლეო. ბევრი კითხვა მქონდა და დღემდე მაქვს კითხვები, სულ სიახლეების ძიებაში ვარ

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . 

- ბიბლია, უფალია ჩემი იმედი

- ზაფხულში ვცდილობ. . . 

- დავისვენო, ვიმოგზაურო, ჩემს საყვარელ ადამიანებს მოვეფერო და დრო ბუნებაში გავატარო. შვილებს მეტი დრო დავუთმო, რადგან დღემდე ძალიან მტკივა წლობით დაგროვილი დროის დეფიციტი.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . 

- ყველაფერი კარგად იქნება!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება