TOP ნიუსი
სიახლეები
ინტერვიუ

„ჩვენი სკოლა ერთი დიდი ოჯახია“ - თინა ფანჯველიანი, უფლისციხის საჯარო სკოლის დირექტორი
19-07-2021
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლა საბაზო საფეხურისაა. აღსანიშნია, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლის 16 პედაგოგიდან 6 წამყვანი, ხოლო - დანარჩენი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა. სკოლის დირექტორი, თინა ფანჯველიანი 2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევებზე და სკოლაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრა.

თინა ფანჯველიანი: 2020-2021 სასწავლო წელი დიდი გამოწვევებით დაიწყო, მაგრამ სკოლამ ღირსეულად გაართვა თავი. ყველა რეგულაციის დაცვით შევხვდით ახალ სასწავლო წელს. გარკვეული სირთულეების დაძლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულები: პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტი... უნდა აღვნიშნო, სკოლის საკუთრებაში არსებული წყლის ჭაბურღილი დაზიანდა და წყალი არ გვქონდა. ეს საკითხი მოკლე პერიოდში მოგვიგვარა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა.

- ქალბატონო თინა, დისტანციურ სწავლებაზე არ გადასულხართ?
- სასწავლო წელი, როცა დაიწყო ონლაინ  სწავლებაზე არ ვიყავით, რადგან ამის საჭიროება არ იყო. ცოტა მოგვიანებით, რამდენიმე პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდინფექცია და მერე გადავიდა სკოლა ორი თვით ონლაინ რეჟიმზე. მეორე სემესტრი ისევ სკოლაში განვაახლეთ, უბრალოდ ჰიბრიდულ მოდელზე მოგვიწია მუშაობა - 2 ბავშვი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.

- რთული იყო ჰიბრიდულ მოდელზე მორგება?
- მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, იმიტომ, რომ გაკვეთილების უშუალოდ სკოლაში ჩატარებაც გვიწევდა და პარალელურად, ონლაინ რეჟიმშიც ვიყავით ჩართულები. პრობლემას იყო მასწავლებლების დრო და რეჟიმი, რადგან ის ვინც სკოლაში მუშაობდა, შემდეგ დისტანციურად უწევდა გაკვეთილების ჩატარება. სირთულე გახლდათ ისიც, რომ სოფელში ბავშვებს არ ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა და მასწავლებლებს ალტერნატიული გზების მოძიება სჭირდებოდათ, რათა არც ერთი ბავშვი დარჩენილიყო საგაკვეთილო პროცესის გარეშე. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად უნდა გითხრათ, რომ კარგად გავართვით თავი არსებულ მდგომარეობას. თან ჩვენი სკოლა ხომ საბაზო საფეხურისაა, სულ 70 მოსწავლე გვყავს და ამანაც განაპირობა რიგი გართულებების გარეშე, დაგვესრულებინა სასწავლო წელი. მცირეკონტინგენტიან სკოლებს თავისი დადებითი სპეციფიკა გაგვაჩნია.

- ეს რაში გამოიხატება?
- ყველა მოსწავლის შესახებ შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაციიის მოძიება და ეს ყოველდღიურ რეჟიმში ხდება - თითოეულ მოსწავლესთან ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენი სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველამ იცის ერთმანეთის პრობლემების შესახებ და ერთობლივად წყვეტენ მათ. თუმცა, მსგავსი სკოლები სხვებთან შედარებით არათანაბარ პირობებში ვართ ხოლმე.

- რას გულისხმობთ „არათანაბარ პირობებში“ ?
- ფინანსურ მხარეს. აქტივობების ჩასატარებლად ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო, ამ მხრივ კი პრობლემები გვექმნება ხოლმე. მაგალითისთვის, გვაქვს კომპიუტერების გარკვეული მარაგი, რომლებიც 10-12 წლის უკანაა მიღებული და აღარ არის მწყობრში. წლევანდელმა წელმა კიდევ უფრო დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამართული ტექნიკა სკოლებში. თავად, რომ გვქონდეს შესაბამისი ფინანსები შევავსებდით არსებულ დანაკლისს, მაგრამ დამოკიდებულები ვართ სამინისტროზე.

- როცა ჰიბრიდული მოდელით სარგებლობდით, ტექნიკის გაუმართაობა გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნიდა...
- კი, ბატონო. თან „ახალი სკოლის მოდელზე“ გადასვლა იგეგმება და ეს საკითხი აქაც შეგვაფერხებს. ეს წელი ვსარგებლობდით, როგორც მატერიალური ჟურნალით, ასევე - ელექტრონულით, თუმცა სექტემბრიდან მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალზე გადავდივართ და აქაც იგივე პრობლემას გადავაწყდებით.

- რამდენად მარტივი აღმოჩნდა მასწავლებლებისთვის ელექტრონულ ჟურნალზე გადასვა?
- უპრობლემოდ მოერგნენ ამ ცვლილებას - უცებ გაერკვნენ ყველაფერში. ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლის სიზუსტეს და სრულ მობილიზებას მოითხოვს - შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. ამ მიმართულებით მომწონს ეს რეფორმა და პოზიტიურად ვარ განწყობილი. თან ჩვენს სკოლაში საკმაოდ კვალიფიცირებული პედაგოგები გვყავს, ჯამში 16, 6 - წამყვანი, ხოლო დანარჩენი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა.

- რამდენად დაძლიეს ბავშვებმა სასწავლო პროგრამა?
- რომ გითხრათ ეს გამოწვევა უპრობლემოდ გადავლახეთ-მეთქი, არ ვიქნები მართალი. საკმაოდ გაუჭირდათ ბავშვებს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. მართალია ცხრილი რეკომენდაციების გათვალისწინებით გვქონდა შედგენილი, თუმცა მაინც იყო გარკვეული პრობლემები. მშობლები აქტიურად იყნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესის ხარისხიანად წარმართვაში და მათი დახმარებით გადავლახეთ ეს პერიოდი. ისე, აქტიურად არიან მოსწავლეები ჩართულები izrune.ge-ს  შემოთავაზებულ ტესტებში და კარგი შედეგებიც აქვთ - რამდენიმემ ოქროს დიპლომიც მიიღო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება