სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე რომ ვიყავი, ხშირად ვფიქრობდი, თუ როგორი მასწავლებელი ვიქნებოდი“ - თამარ ლუკავა, წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი
19-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუს სტუმარია თამარ ლუკავა, წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი.

- წარმატება ჩემთვის არის ...
- მუდმივი განვითარება, საქმისადმი სიყვარული, თვითმოტივაცია, მადლიერება და სიკეთე.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . .
- ძალიან ბევრ ლამაზ წელს ჩემი ცხოვრებიდან.

- ჩემი პირველი მასწავლებელი...
- ეს პიროვნება ჩემთვის პირველ კლასში მეორე დედა იყო, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო არა მხოლოდ ერთი შვილის აღზრდისათვის, არამედ მთელი კლასისთვის. მადლობა მას ჩემთვის გაწეული  ამაგისთვის.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
- ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი მასწავლებელი ვიქნებოდი. დღეს ეს ერთგვარად მეხმარება მოსწავლის თვალით შევხედო საკუთარ პროფესიას.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .
- ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხია’’

- ზაფხულში ვცდილობ...
- დრო გამოვნახო სასიამოვნოდ დასვენებისთვის. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად მთაში  სიარული,აქედან გამომდინარე ზაფხული  ჩემთვის ყოველთვის იყო მდიდარი თავგადასავლებითა და მოგზაურობით  სავსე, მაგრამ პანდემიამ სრულიად შეცვალა ჩემი გეგმები...

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- „შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის.’’

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება