სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

 „მასწავლებლები დოლარებს ითხოვენ... ერთი ქულის დაკლება არაფერში წაგვადგება“ - აბიტურიენტების მანიფესტი
13-07-2021
-
+


2021 წლის აბიტურიენტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ და მოითხოვენ ვარიანტის მიუხედავად მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად გამოაცხადონ. 

etaloni.ge მანიფესტს უცვლელად გთავაზობთ:


„პეტიციისა და წერილის სახით მომართვის მთავარი მოტივი „დაუნდობლად“, დაუფიქრებლად, არაადეკვატურად შედგენილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის 2021 წლის ტესტია. აბიტურიენტების უმრავლესობა მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ ჩვენი შემდგომი არგუმენტები:

1) დაძაბული, მიმდინარე პანდემიური ფონი. უამრავმა ოჯახმა შემოსავალის მთავარი წყარო დაკარგა, რის გამოც ვეღარ შეძლეს ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადება. ისიც იცით რატომ? ლარის კურსი აღარ ჰყოფნით და დოლარებს ითხოვენ მასწავლებლები. იმედია, თქვენც დაგვეთანხმებით, რომ სკოლის სახელმძღვანელოთი და სასწავლო დაწესებულებებში მიღებული ცოდნით აბიტურიენტისთვის მსგავსი სირთულის ტესტის დაძლევა შეუძლებელია. განვითარებულ ქვეყნებში განათლებაში ფულის დაბანდება პრობლემა არაა, მაგრამ საქართველოს უჭირს, ლუკმა უჭირს ქართველ კაცს. შვილი, რა ქნას, ვერ მოამზადა გამოცდისთვის. ასეთებიც ვართ ამ რიგებში.

2) გასათვალისწინებელი იყო სკოლის სწავლების ხარისხი (რასაკვირველია ძირითადად საჯარო დაწესებულებები). თუ დავუკვირდებით დავინახავთ, რომ შეუსაბამობაშია აღნიშნულ ტესტსა და სკოლაში ნასწავლი სირთულეების ამოცანები.

3) საგულისხმოა პანდემიური მდგომარეობა: 2 წელი online სწავლება, შეჩერებული ტრანსპორტი, კომენდანტი, რომლის არსებობის გამო მასწავლებლებთან გადარბენა გვქონდა ან საერთოდ ვერც კი მივდიოდით რეპეტიტორებთან უტრანსპორტობის გამო. ეკრანს მიღმა კი არც თუ ისე მარტივია მათემატიკა აღიქვა და გაიგო.

4) აღსანიშნავია, თქვენი სურვილისამებრ დროის შემცირება და საკითხების პირდაპირპროპორციულად კლება. ზემოთქმული ფაქტების გათვალისწინების გარეშე თქვენ შემოიტანეთ ურთულესი ტესტი, რომელიც არ იყო გათვლილი დაბალ დონეზე. საგულისხმოა, რომ მსგავსი გამოცდები გათვლილი უნდა იყოს ყველა დონის ბავშვზე და არა მხოლოდ მათემატიკური სკოლის მოსწავლეებზე.

5) აუცილებელია, ხაზი გაესვას ორ, ფაქტობრივად, იდენტურ დავალებაში, ღია შეკითხვებში (ფუნქციებზეა საუბარი). შესაძლებელი იყო ერთ-ერთი ჩაგენაცვლებინათ, თუნდაც, რთული, მაგრამ ბავშვის ცოდნის გამოსამჟღავნებელი საკითხით. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლების უმეტეს ტესტში ვხვდებოდით განტოლებებით შედგენილ სისტემას და მასში მოპოვებულ მნიშვნელოვან ქულებს. წელს კი ეს საკითხიც „წაგვართვით“.

6) 2007 წლიდან მოყოლებული 2021 წლის საჩვენებელი ვარიანტის ჩათვლით არცერთი ტესტი ასეთ სირთულისა და ამოცანები სიტყვების „რახარუხით“ არ იყო შედგენილი. იყო შემთხვევები, როდესაც კითხვა იმდენად ბუნდოვნად იყო დასმული, რომ აბიტურიენტებს ნაწილს გაუჭირდა ზუსტი პასუხის დაწერა.

7) რადიკალურად იყო შეცვლილი ტესტის ფორმატი. ბარიერზე ერთი ქულის დაკლება არაფერში წაგვადგა. ტესტურ საკითხებში შევხვდით ამოცანებს, რომელთან უმრავლესობაც რთულად ამოსახსნელი იყო, გვჭირდებოდა რამდენიმე წესისა და თეორემის გამოყენება, რაც ასევე არღვევს ტესტური საკითხების ხიბლს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი სრულად გენიჭებათ ვალდებულება განიხილოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი წერილი და განურჩევლად ვარიანტისა და აბიტურიენტისა გამოაცხადოთ მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად“.

მანიფესტის სანახავად და ხელის მოსაწერად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა

ძლიერი სიცხის გამო დაიხურა ბაღები და სკოლები - საფრანგეთში „წითელი" დონე ამოქმედდა

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურულ-კალიგრაფიული პერფორმანსები

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს ინფორმაციის წყაროები, ისწავლეს ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გარჩევა

ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან -  ანა მეფარიშვილთან გამოთხოვება

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება