სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელს ხელფასი უნდა გადაუხადოს სკოლის დირექტორმა, თუ შვებულების დროს ტრენინგებზე გაუშვებს
02-07-2021
-
+


სასწავლო წელი დასრულდა, თუმცა მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ წესით ეს ყველაფერი 5 ივლისამდე უნდა დასრულდეს, მასწავლებლის სახლში etaloni.ge-ს განუცხადეს, „ივლისში დაგეგმილია ახალი პროექტები, რომლებიც ტრენინგებსაც მოიაზრებს“;

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ პედაგოგებს შვებულების პერიოდშიც მოუწევთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებზე დასწრება, რაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, მათი შრომითი უფლებების დარღვევაა.

შრომის კოდექსში, შავით თეთრზე,წერია:

„თუ პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა სასწავლო კურსში დასაქმებულის მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი, ამ კურსში დასაქმებულის მონაწილეობა სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება“.

ეს კი ნიშნავს, რომ თუ კონკრეტულად სკოლის დირექტორი გაუშვებს მასწავლებელს ტრენინგზე, მას დამატებითი თანხა უნდა გადაუხადოს, რადგან ეს სამუშაო დროდ ითვლება.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება