სიახლეები
ინტერვიუ

გიორგი კეკელიძე: „განათლება უნდა იყოს მთავარი გამოწვევა და მომავლის ტოპ თემა საქართველოში“
08-01-2018
-
+


ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით წიგნის მუზეუმი შეიქმნა, რომელიც სამ დარბაზს მოიცავს. გიორგი კეკელიძე Etaloni.ge-თან საუბრისას განმარტავს, რომ წიგნის მუზეუმი აქტიური შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენ წიგნიერი ქვეყანა ვართ.

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წიგნი არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების მიღებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ კაცობრიობის გამოცდილება გავიაზროთ.

- 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ეროვნულ ბიბლიოთეკას თქვენ ჩაუდექით სათავეში, რა შეიცველა და რა კუთხით დაიწყო რეფორმები?

- ეროვნული ბიბლიოთეკა არის ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუცია, ამ სიტყვის მრავალგვარი გაგებით და მნიშვნელობით. შესაბამისად, ის გამოწვევები, რომელიც მას ჰქონდა თანამედროვეობასთან დაკავშირებით, ასევე არის მრავალმხრივი და ჩვენ ვეცადეთ ერთობლივი ძალებით დაგევძლია ეს გამოწვევები. პირველ რიგში, ეს გულისხმობდა სტრუქტურის საჯაროობას და ყველასთვის ხელმისაწვდომობას. იგულისხმება საგამოფენო დარბაზები, სადისკუსიო სივრცეები და ა.შ. ამან განსაზღვრა ერთგვარად ეროვნული ბიბლიოთეკის საიმიჯო როლი საზოგადოებაში და გაგვიადვილა თვისობრივი რეფორმები. თვისობრივ რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ ავიღეთ რამდენიმე ძირითადი მიმართულება, პირველ რიგში ეს იყო ინფრასტრუქტურული ცვლილებები და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ათობით სახელობითი დარბაზი გავხსენით, მათ შორის, კერძო ბიზნესის დახმარებით. კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ეს არის ელექტრონული ბაზების აქტიურად განახლება და შექმნა და ჩვენ რეალურად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო ელექტრონული ბაზა გვაქვს, საძიებო თვალსაზრისით, ელექტრონული ჩანაწერების მიმართულებით და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის სოფლის ბიბლიოთეკის განახლება. ჩვენ 800-მდე სოფლის ბიბლიოთეკა განვაახლეთ, ზოგი წიგნებით, კომპიუტერებით, ინტერნეტით აღიჭურვა და ასევე ახალი ბიბლიოთეკებიც გავხსენით. მაგალითად, ოკუპაციის ხაზთან სკვერ-ბიბლიოთეკა  გავხსენით. ამავდროულად გვაქვს ძალიან კარგი მიმართულება, რომელიც საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნას გულისხმობს.

- საბავშვო პრემიის („საბავშვო წიგნებისთვის“) შესახებ რომ გვიამბოთ?

- ჩვენ ვართ ქართველი ავტორების წარმდგენები ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე. ყოველწლიურად წარვადგენთ ორ ან ავტორს, დიზაინერს, მხატვარს ან ადამიანს, რომელიც საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის შეიძლება გამოვარჩიოთ. მსოფლიოს ყველზე დიდ პრემიაზე, რომელსაც საბავშვო ნობელსაც კი უწოდებენ ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს პატივი, რომ საქართველოდან ორი ადამიანი წარადგინოს.

- თქვენი ინიციატივით გაიხსნა წიგნის მუზეუმი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. რას ემსახურება და როგორია საზოგადოების დაინტერესება წიგნის მუზეუმისადმი?

- წიგნის მუზეუმი არის კერძო ბიზნესის დაფინანსებით შექმნილი და არის აქტიური შეხსენება იმისა, რომ ჩვენ ვართ წიგნიერი ქვეყანა. ეს შეხსენება გულისხმობს იმას, რომ ეს წიგნიერება უნდა გავაუმჯობესოთ, განათლება უნდა იყოს მთავარი გამოწვევა და ერთგვარი მომავლის ტოპ თემა  საქართველოში. წიგნის მუზეუმი მოიცავს სამ დარბაზს: ვეფხისტყაოსნის მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილია ვეფხისტყაოსნის ყველა გამოცემა, ილია ჭავჭავაძის დარბაზი, რომელიც ჭავჭავაძის კაბინეტის რეპროდუქციაა და საკუთრივ წიგნის მუზეუმი, სადაც დაცულია ყველა ის იშვიათი და სიძველით გამორჩეული წიგნი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია.

- რამდენად ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკას სკოლის მოსწავლეები? 

- სკოლის მოსწავლეები ხშირად გვსტუმრობენ, მე მათ ვუტარებ ღია ლექციას, ვათვალიერებინებ ბიბლიოთეკას და ვაჩვენებ რატომ შეიძლება იყოს ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი. ძალიან ნიჭიერი, მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდობა მოდის.

- რას ურჩევთ ბავშვებს?

- ბავშვებს ვურჩევ, რომ ისინი დარჩნენ ბავშვობაში, ითამაშონ კიდეც, ოღონდ აუცილებლად გამოყონ დრო წიგნისთვის. წიგნი არის მნიშვნელოვანი ამბავი არამხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების მიღებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ კაცობრიობის გამოცდილება გავიაზროთ. 

- ბიბლიოთეკის სამომავლო გეგმები?

- უახლოეს მომავალში ორ დიდ პროექტს განვახორციელებთ. ეს არის ფოლკლორის დარბაზისა და ვაჟა-ფშაველას საბიბლიოთეკო კომპლექსის გახსნა. 

- თქვენი საყვარელი წიგნი/წიგნები?

- ჩემი საყვარელი წიგნებია: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“, უილიამ ფოლკნერის „აბესალომ, აბესალომ“, მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, ჰერმან მელვილის „მობი დიკი“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

მოსწავლეთა გაცდენებსა და სტატუსის შეჩერებაზე პედაგოგებთან შეხვედრა ჩატარდება

უნივერიტეტებში 50%-ით მეტი სტუდენტი ირიცხება - კობახიძის თქმით, კვლევის მიხედვით ყოველწლიურად 14 400 სტუდენტზე მეტი არ უნდა ირიცხებოდეს

„შევისწავლეთ ბაკავლრიატზე ჩარიცხულ სტუდენტთა დასაქმების დეტალური მაჩვენებელი... შედეგები არის შემაშფოთებელი“...

ფაკულტეტები და სფეროები, რომლებსაც სახელწოდება შეეცვლებათ - მინისტრის ბრძანება

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის  პროგრამებთან დაკავშირებით, მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - დეტალები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც კითხვებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა კუნჭულია პასუხობს

„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს თავისუფალი აზროვნების პიროვნებად“

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება