სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წელს პირველად, გამოცდებზე გამოუცხადებლობა აპლიკანტს საპატიოდ კიდევ 3 მიზეზით ჩაეთვლება
29-06-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, აბიტურიენტებსა და მაგისტრებს, რომლებიც საგამოცდო ცენტრში არ გამოცხადდებიან გამოცდის დღეს, მეორე შანსი ეძლევათ.

ბრძანების მიხედვით, ცვლილება იმ აპლიკანტებს შეეხებათ, რომლებსაც გამოცდის წინა დღე- ღამის განმავლობაში ჯანმრთელობის გამო სტაციონარში იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრი გარდაეცვალათ ან უცხო ქვეყანაში სპორტულ ტურნირში იღებდნენ მონაწილეობას.

აბიტურიენტებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი მიზეზების დამადასტურებელი დოკუმენტები საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში უნდა წარადგინონ.

„ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის, ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების ან საქართველოს სახელით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სპორტულ ტურნირში მონაწილეობის გამო.

მითითებულმა პირებმა შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში უნდა წარმოადგინონ სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის, ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აბიტურიენტის მონაწილეობას უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სპორტულ ტურნირში საქართველოს სახელით.  

აღნიშნული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ზემოტ  მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება