TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა აკლია თქვენს რაციონს - რჩევები ჯანსაღი კვების მოყვარულებს
05-01-2018
-
+


კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენი ცხოვრების წესს, განსაზღვრეთ, რა გაკლიათ და დაეხმარეთ საკუთარ ორგანიზმს. 

* თუ საუზმეზე ხშირად ამბობთ უარს, თქვენს ორგანიზმს აკლია კალციუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები, რძიანი ფაფები. 

რჩევა: თუ დილით საუზმობა არ შეგიძლიათ, რძის პროდუქტები დღისით ჭამეთ. სადილზე დესერტის ნაცვლად მაწონი მიირთვით, სამხარზე ან შესაბამისი შემცველობის ვიტამინების კომპლექსი მიიღეთ. 

* თუ სამსახურში ძალიან დაკავებული ხართ, სრულყოფილად სადილობას ვერ ახერხებთ და თქვენი მენიუ ფუნთუშებითა და სენდვიჩებით შემოიფარგლება, ესე იგი უჯრედისები გაკლიათ. უჯრედისები აუცილებელია ნაწლავების ნორმალური მუშაობისთვის. 

რჩევა: თქვენმა ორგანიზმმა აუცილებლად უნდა მიიღოს 25-30 გრამი უჯრედისი დღეში. რაციონში ცვლილებები შეიტანეთ, სამსახურში, როცა მსუბუქად წასაუზმება მოგინდებათ, ხილი ან ჩირი მიირთვით. 

* თუ ქიმიურ გასახდომ საშუალებებს იყენებთ, ესე იგი, გაკლიათ ფიტოელემენტები, რომლებსაც ბევრი ნატურალური პროდუქტი შეიცავს. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ეს ნივთიერებები კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. 

რჩევა: რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ხილი მიირთვით. 

* თუ ბევრს ეწევით, თქვენს ორგანიზმს ც ვიტამინი აკლია. მისი ნაკლებობა იწვევს გაციებას, ღრძილების დაავადებებს, დაღლას და ძილის დარღვევას. ჭრილობის შესახორცებლადაც ჩვეულებრივზე მეტი დროა საჭირო. 

რჩევა: საუკეთესო გამოსავალია, მოწევას თავი დაანებოთ, მაგრამ რთული და ხანგრძლივი პროცესია. მანამდე კი მიიღეთ ვიტამინი ც, სულ მცირე დღეში 100 მილიგრამი. არამწეველებისთვის 60 მილიგრამიც საკმარისია. რეგულარულად მიირთვით ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი. 

* თუ აქტიურად მისდევთ სპორტს და ყოველდღიურად ფიზიკურად ვარჯიშობთ, მაშინ თქვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის. ინტენსიური ვარჯიშის დროს, თუნდაც დღეში ერთი საათი 20 პროცენტით მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე სამუშაო მაგიდასთან. ორგანიზმის გაუწყლოება თავის ტკივილს, ყაზბობას, კუნთების სპაზმებსა და გახშირებულ გულისცემას იწვევს. 

რჩევა: დღეში არანაკლებ 8 ჭიქა წყალი დალიეთ. ფიზიკური ვარჯიშისას ყოველ 15 წუთში 10 ყლუპი წყალი დალიეთ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება