სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაშია ბარიერი დაძლეული, მოგეთხოვებათ თუ არა კანონების ცოდნა და სად ნახავთ დამხმარე მასალას? - კითხვა-პასუხი მასწავლებლის გამოცდებზე
17-06-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველებისათვის გამართა. 

გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს:

1. რა ტიპის საკითხებია შეტანილი სპეციალური მასწავლებლის ტესტში?

სპეციალური უფროსი მასწავლებლის საგამოცდო ტესტი პროფესიულ უნარებში ეყრდნობა სტანდარტს (თავი V. სპეციალური მასწავლებლის სასწავლო პროცესი). სტანდარტზე დაყრდნობით წინასწარ შემუშავებული იქნა საგამოცდო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტი მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების სხვადასხვა სტრატეგიისა და სასწავლო რესურსის გამოყენებას, შეფასებასა და მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობას. პროფესიული უნარების ტესტში 3 ტიპის დავალებაა: არჩევითპასუხებიანი, შესაბამისობისა და ღია დავალებები. არჩევითპასუხებიანი და შესაბამისობის თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, ხოლო ღია დავალებების - 3. ტესტის სტრუქტურა: საგამოცდო ტესტში სულ 40 დავალებაა. აქედან 30 არის არჩევითპასუხებიანი, 3 - შესაბამისობის, ხოლო 7 - ღია დავალება.

2. რა შემთხვევაში ეთვლება გამოსაცდელს ბარიერი დაძლეულად?

უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ აპლიკანტმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 33 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.

3. დამხმარე მასალები სად შეიძლება რომ მოვიძიოთ?

რაც შეეხება საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს, შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე http://inclusion.ge/. გარდა ამისა, ცენტრში შეიქმნა დამხმარე გზამკვლევი/კრებული მასწავლებლებისათვის, რომელსაც აუცილებლად უნდა  გაეცნოთ.

4. ეს გამოცდა პირველად ტარდება და ტესტის ნიმუში თუ შეიძლება, რომ ვნახოთ?

ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ტესტური დავალებების ნიმუშები. 

5. სწავლისა და განვითარების თეორიები თუ შეგვხვდება ტესტში?

სწავლისა და განვითარების თეორიები 2021 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტში შეტანილი არ არის.

6. მასწავლებლის რა უნარებს ამოწმებს ტესტი?

სპეციალური მასწავლებლისათვის აუცილებელ ზოგად პროფესიულ უნარებს, რაც განსაზღვრულია სტანდარტით. რამდენად შეუძლია პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო სასაწავლო გარემოს შექმნა,სასწავლო პროცესის დაგეგმვა,  სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების იდენტიფიცირება/რეფერირება და სხვ.

7. თუ არის შესაძლებელი ტესტის მშობლიურ ენაზე, მაგალითად, სომხურ ენაზე დაწერა?

ტესტი მოგეწოდებათ ქართულ ენაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი პასუხებს სომხურ ან  აზერბაიჯანულ ენაზე დაწერს, ცენტრი უზრუნველყოფს მის თარგმნასა და შემდგომ თარგმანის გასწორებას.

8. თუ შეიძლება რომ ისაუბროთ, რომელი  იყო პრეტესტზე ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები? 

ტესტზე მუშაობის დროს გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ პირობას და ზედმიწევნით შეასრულოთ პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები. არ დაწეროთ პასუხების ფურცელზე სახელი, გვარი ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება.

9. გამოცდის დეტალური განრიგი როდის იქნება ხელმისაწვდომი?

ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად და რომელ რიცხვში ჩატარდება გამოცდა, ასევე რეგისტრაციის დაწყების დრო და  საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან გამოსაცდელები 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.  

10. ღია დავალებებში როგორი ტიპის პასუხების გაცემა მოგვეთხოვება?

ტესტში 7 ღია დავალებაა. ღია დავალება აფასებს სიტუაციის ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარებს, აგრეთვე პრობლემის პრევენციასა ან დაძლევაზე ორიენტირებული აქტივობების აღწერას და სხვ.

11. რამდენი მასწავლებელი დარეგისტრირდა წელს სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად?

2021 წელს ამ გამოცდის ჩასაბარებლად დაახლოებით 2800 მსურველია დარეგისტრირებული.

12. კანონმდებლობიდან თუ შეგხვდება კითხვები?

სამართლებრივი ტიპის კითხვები 2021 წლის ტესტში შეტანილი არ არის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება