სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას უკრძალავს განათლების სამინისტრო სკოლებს და რა წესები უნდა დაიცვან მოსწავლეებმა სახელმძღვანელოების ჩაბარებისას
16-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლი წელი მიიწურა და მოსწავლეებს წიგნების ჩაბარება უწევთ, თუმცა საინტერესო ისაა, რა რეგულაციების დაცვით ხდება ეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

როგორც გავარკვიეთ, სხვადასხვა კლასების მოსწავლეები, წიგნებს წინასწარ შედგენილი გრაფიკით მიიტანენ და ამ შემთხვევაშიც მშობლები არ დაიშვებიან, თუმცა მათი მისვლა მაინც საჭირო იქნება, რადგან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი უნდა მოაწერონ.

უცვლელი პირობაა, სახელმძღვანელოები იყოს სრულად, თვლით, ისევე, როგორც წლის დასაწყისში გადაეცათ და თუ რომელიმე წიგნი დააკლდება სრულ კომპლექტს, მშობელს მიუწევს მისი შეძენა.

სხვათა შორის, ეს ახალი ამბავი არ არის, სამაგიეროდ, როგორც Etaloni.ge-ს უთხრეს, სიახლეა ის, რომ განათლების სამინისტრო,  სკოლებს უკრძალავს, მშობლებს წიგნების ყიდვა არ დაავალდებულონ, მაგრამ მაშინ, კლასების დამრიგებლებს, ვინც უშუალოდაა პასუხისმგებელი სახელმძღვანელოების სრულ რაოდენობაზე, საკუთარი ხარჯით მოუწევთ დანაკარგის შევსება.

საეჭვოა, რომელიმე მშობელმა უარი თქვას დაკარგული წიგნის მიტანაზე, თუმცა თუ ასე მოხდება, მაშინ რა გამოდის - მასწავლებლებს მოუწევთ ნაკლული კომპლექტის შევსება?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება