სიახლეები
ეტალონი

სიღნაღის სკოლები „ეტალონის“ შესარჩევ ტურს ეხმიანებიან
29-12-2017
-
+


სიღნაღის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სიღნაღის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ჭყონია:

„მოსწავლეთა დაინტერესება მაღალი იყო. ბავშვების ამ პროექტით კიდევ უფრო მეტად დაინტერესების მიზეზი ისიც არის, რომ ინტელექტ-ჩემპიონატის შარშანდელ ფინალში ჩვენი სკოლის მოსწავლე, სოფი ყარალაშვილი გავიდა მეორე საპრიზო ადგილზე. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მევესალმები ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის, უნარების, გამოცდილების გამოავლენის საშუალებას აძლევს. ვისურვებდი, რომ დიდხანს გაგრძელდეს. დადებითად ვაფასებ ღონისძიებების გასვლით ფორმატს. ადრე თბილისში ჩავგვყავდა ბავშვები, ახლა უშუალოდ სკოლებში ტარდება და ეს ბევრად უკეთესია.“

საქობოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო კევლიშვილი:

„პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ბავშვები პროექტში ძალიან დიდი ინტერესით არიან ჩართულნი იმიტომ, რომ შარშან „ეტალონის“ მუნიციპალურ ტურში ჩვენი სკოლის მოსწავლემ, სოფი ყარალაშვილმა გაიმარჯვა. მან ფინალურ ეტაპზეც დიდ წარმატებას მიაღწია, მე-2 ადგილზე გავიდა. სოფის სულ რამდენიმე წამით აჯობა პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლემ. სოფის გამარჯვება სკოლისთვის დიდი წარმატება იყო. ერთ რამეში მინდა გამოგიტყდეთ, „ეტალონი“ იმდენად საინტერესო პროექტია, რომ გადავწყვიტე ეს სახელი „მომეპარა.“ საქობოს სკოლაში მე თავადაც ვატარებ ყოველთვიურად შეჯიბრებას მოსწავლეებს შორის. გახსნილი მაქვს ინტელექტუალური კლუბი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კლასგარეშე მუშაობა ჩვენი სკოლისთვის უცხო არაა და ჩართულობაც ბავშვების მხრიდან ყოველთვის მაღალია.“

ვაქირის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ბუღათრიშვილი:

„პროექტში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთო. შარშან ჩვენი სკოლა „ეტალონმა“ ბათუმში გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე მიიწვია, ამ ფაქტმა მოსწავლეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაზარდა. „ეტალონთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პოზიტივია, დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვს შესაძლოა არ ჰქონდა მაღალი აკადემიური მოსწრება, მაგრამ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, სურდა საკუთარი თავი გამოეცადა. პროექტმა  მოსწავლეების სწავლისადმი დაინტერესება გაზარდა. ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“.

ვაქირის საჯარო „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ვარდიაშვილი:

„შესარჩევ ტურში მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ. შარშანდელთან შედარებით საკმაოდ დადებითი შედეგებია, გვაქვს მზაობა, რომ ბევრი მოსწავლე გადავა შემდეგ ტურში. მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. ჩვენი სკოლა აქტიურად მეგობრობს პროექტთან, შარშან ბათუმში ფინალურ ღონისძიებაზეც ვიყავით და წელსაც ველით, რომ ფინალში ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც წარმოჩინდებიან.“

ჯუგაანის საჯარო სკოლის დირექტორი  და „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ ბოლაშვილი:

„ჩვენს სკოლაში, ჯუგაანის საჯარო სკოლაში ჩატარდა შარშან „სიღნაღის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი ღონისძიება. ჩვენი სკოლა არის ევროსტანდარტების, წელსაც ჩვენთან უნდა გიმართოს რაიონის „ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი ღონისძიება. ჩვენ ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებით „ეტალონის“ შეჯიბრებს. ახლაც ორგანიზებულად გაიმართა შესარჩევი ტური, ჩართულობა მაღალია, მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად იყო ტესტები შედგენილი. კმაყოფილი ვარ.“

ბოდბის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ოზბეთელაშვილი:

„ჩვენი სკოლა „ეტალონში“ ძალიან დიდი ხანია ჩართულია. როდესაც ინტელექტ-შეჯიბრი ტელევიზიით გადაიცემოდა, სამი „ეტალონელი“ გვყავდა ერთ წელიწადს, ერთ-ერთი სუპერფინალშიც გავიდა. რაც შეეხება ახლა ჩატარებულ შესარჩევ ტურს, ჩართულობა იყო მაღალი. პროექტში მონაწილეობის სურვილი ისეთმა მოსწავლეებმაც გამოთქვეს, ვინც მაღალი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩევა. ეს კი ძალიან სასიამოვნოა. მოსწავლეთა შედეგები კედელზე გამოვაკარით. ბავშვებმა მეორე დილას როდესაც ნახეს თავანთი შედეგები, ძალიან შემართულები და ამაყები იყვნენ. ძალიან სასიამოვნო იყო მათი ეს განწყობა. „ეტალონი“ მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას უწყობს ხელს. დიდი მადლობა „ეტალონს“, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, მოსწავლეები კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ კითხვით, განათლებით. ვისურებდი, რომ ასეთი ღონისძიებები წელიწადში რამდენჯერმე იმართებოდეს. „ეტალონისგან“ ყოველთვის სიახლეებს ველოდებით. ბატონი გოჩა სამჯერ ბრძანდებოდა ჩვენს სკოლაში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა. მოხარული ვიქბებით, თუ კვლავ გვეწვევა.“

ბოდბის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ნანდოშვილი:

„ორგანიზებულად ჩატარდა შესარჩევი ტური, ძალიან მოტივირებულები იყვნენ ბავშვები, ჩართულობა იყო მაქსიმალური. შედეგებებიც კარგი აჩვენეს, განსაკუთრებით მაღალი შედეგებით გამოირჩეოდნენ მე-11 კლასელები. ჩვენი სკოლა „ეტალონთან“ წლებია, თანამშრომლობს. მინდა აღვნიშნო, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებული სამი მოსწავლე გვყავს და „ეტალონის“ სამი დროშა გვაქვს სკოლაში. მოხარული ვიქნები, თუ ეს პროექტი დიდხანს გაგრძელდება.“

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის 

როგორი ამინდი იქნება 24-26 იანვარს - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება