სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ინტელექტ-შეჯიბრით ყველა ასაკის ადამიანია დაინტერესებული“ - გორის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
28-12-2017
-
+


გორის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, გორის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თამარ გოგლიძე:

„ეტალონის“ ტურებში გორის სკოლების ჩართულობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც მისასალმებელია. ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევ ტურს გორის N12 საჯარო სკოლაში დავესწარი. ორგანიზებულად და ობიექტურად ჩაიარა ტესტირებამ. მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა იყო ჩართული. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. იგი განათლების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.“

გორის N1 საჯარო სკოლა დირექტორი ეკატერინე აფხაიძე:

„მოსწავლეები სიხარულითა და ინტერესით ჩაერთნენ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში. უკვე შევასწორეთ მათი ნამუშევრები და შედეგებს ველოდებით. „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია, ბავშვები ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ ინტელექტ-შეჯიბრში.“

გორის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის პედაგოგი“ ვერიკო სებისკვერაძე:

„ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც სრულიად საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. საგანმანათლებლო პროექტებს შორის იგი ნამდვილად პირველია. შარშანაც მე ჩავატარე შესარჩევი ტური და მოხარული ვარ ამით. ორგანიზებულად და წესების სრული დაცვით ჩავატარეთ ტესტირება. ჩემ გარდა კიდევ ერთი პედაგოგი ესწრებოდა ამ პროცესს. მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დავალებებს.  27 მონაწილიდან ზღვარი 21-მა გადალახა. მაქსიმალური შედეგი 85 ქულა დაფიქსირდა.“

ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან ნასყიდაშვილი:

„ამ პროექტის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-შეჯიბრით ქვეყნის ყველა ასაკის მოსახლეობა არის დაინტერესებული. ჩვენი სკოლაც „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარია, ყოველთვის აქტიურად ვერთვებით მასში. ტელევიზიაში როდესაც გადიოდა ინტელექტ-ჩემპიონატი, სულ ვუყურებდი, არცერთი გადაცემა არ გამომიტოვებია. შარშან ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონში“ წარმატებებს მიაღწიეს და წელსაც იმედი გვაქვს, რომ კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. ძალაინ მოგვწონს ინტელქტ-ჩემპიონატი და გვსურს, რომ დიდიხანს გაგრძელდეს.“

ტირძნისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ზეინაბ ჯალაბაძე:

„ამ პროექტით ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვარ. ვისურვებდი, რომ დიდხანს გაგრძელდეს ინტელექტ-ჩემპიონარი, რადგან მოსწავლეთა ცოდნის გამოვლენას ემსახურება. ორგანიზებულად და წესების სრული დაცვით ჩავატარეთ პირველი ტური. შედეგებითაც კმაყოფილი ვართ. უმაღლესი ქულა 87დაფიქსირდა.“

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება