სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ონელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატს გამართავს
09-06-2021
-
+


2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ონელი მოსწავლეებისთვის გრძელდება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ონის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.

ონელი მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 11 ივნისს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მესტიელი მოსწავლე „ეტალონის“ და ონის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მოგვწეროთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45

გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება