სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლა!“ - ნანა ჯალაღონია, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
09-06-2021
-
+


აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ნანა ჯალაღონიას მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების მიღწეული წარმატება ისე ახარებს, რომ გულიც კი უჩუყდება. ამაყობს თითოეული მათგანით და დირექტორის მოტივაციადაც ინიციატივიან სასკოლო საზოგადოებას ასახელებს.  

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელის მოსაზრებებს გაეცანით უფრო დეტალურად, მისი ბლიც-ინტერვიუდან:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .  

სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის გარკვეულ  ემოციებთან - რაღაცის დასასრულთან, მაგრამ ამავდროულად, დასაწყისთან არის დაკავშირებული. ორი გრძნობა ეხმიანება ამ დროს ერთმანეთს... გიხარია და თანაც ვერ ელევი ვიღაცას, რაღაცას... ცხადია არც წლევანდელი წელი იყო  გამონაკლისი. პირიქით, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ემოციურად დასრულდა უჩვეულო და საინტერესო სასწავლო წელი. 

- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . . 

- ძლიერი სკოლისთვის მიმაჩნია, რომ ბევრი ფაქტორია განმაპირობებელი, მათ შორის უმთავრესად უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სასკოლო საზოგადოების - მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი - თანამშრომლობა, ჩართულობა, აქტიურობა. მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა ძლიერი გუნდი, მუდმივი ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესი. 

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის. . . 

- ყოველთვის გამოვარჩევ  ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების არაერთი წარმატების შედეგად მონიჭებულ ემოციებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი მოსწავლის დავით ბერულავას წარმატებას საერთაშორისო  კონკურსებზე, ოლიმპიადებზე. ასეთ დროს ყოველთვის გული მიჩუყდება... ვამაყობ თითოეული მათგანით.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა  . . .

- ოჯახის მხარდაჭერა ცალსახად მნიშვნელოვანია ნებისმიერ შემთხვევაში. 

- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . . 

ადამიანი-მასწავლებელი - მეგობრული, ტოლერანტი, მხარდამჭერი. 

- დირექტორის მოტივაციაა. . . 

აღიარება.  გაზიარებული პასუხისმგებლობა. მოტივირებული და ინიციატივიანი სასკოლო საზოგადოება. განხორციელებული პროექტები, მოსწავლე/მასწავლებელთა წარმატება. 

-  განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . . 

- მუდმივი სწავლა! სიახლეებისადმი და გამოწვევებისადმი მზაობა, მიმღებლობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება