სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„XXI საუკუნის მტერი თუ მოყვარე?“ - ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მეხუთე სასკოლო კონფერენცია ჩატარდა
07-06-2021
-
+


„XXI საუკუნის მტერი თუ მოყვარე?“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორის - ინგა ვარდიძის მიერ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის აქტიური ჩართულობით ონლაინ პლატფორმაზე მოსწავლეთა მეხუთე სასკოლო კონფერენცია გაიმართა.

კათედრის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა ენდელაძეა, კონფერენციის ორგანიზატორი/მოდერატორი კი - ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი. კონფერენცია „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის - „პოლიმერების მეორე სიცოცხლე“ ფარგლებში ჩატარდა.

„კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, აღნიშნული დისციპლინებით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეებში ძიებისა და ანალიზის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მათი ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება. 

ონლაინკონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა მიიღეს ახალციხის №5 საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის შემდეგმა მოსწავლეებმა:

მარიამ ზედგინიძე - „21-ე საუკუნის სწრაფად მზარდი, გრძელვადიანი საფრთხე“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე / X კლასი;

ნელი პარუნაშვილი -„ღირსეული ჩანაცვლება“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე / X კლასი;

მარიამ აკოფაშვილი - „პოლიმერის მეორე სიცოცხლე“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი კლარა კუპრეიშვილი / XI კლასი;

ანა ხომასურიძე - „სათბური პლასტიკატის ბოთლებით“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია თათეშვილი/ XI კლასი;

თათული აღლემაშვილი - „პოლიმერების დადებითი და უარყოფითი ზეგავლენა თანამედროვე ეკოსისტემაზე“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე/ X კლასი;

დავით ნასყიდაშვილი - „ოპტიმალური შეფუთვა /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე/ X კლასი;

თათია ივანიძე - „სინთეზური პოლიმერები“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მთვარისა ქურციკიძე / IX კლასი;

გულიკო აღლემაშვილი - „გარემოს დღევანდელი პრობლემები და მათი მოგვარების გზები“ /ბიოლოგიაა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ლია ფეიქრიშვილი / X კლასი;

ნელი პარუნაშვილი - „ბიოპოლიმერები“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე/ X კლასი;

ხატია ივანიძე - „პოლიეთილენის მეორე სიცოცხლე“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი კლარა კუპრეიშვილი/ XI კლასი;

რეზო აზირაშვილი - „მტერი თუ მოყვარე?“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ნაზი ტორიაშვილი/ IX  კლასი;

კონფერენციამ მეტად საინტერესო ვითარებაში ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებისაგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. 
მოსწავლეებს ონლაინსერტიფიკატები და  ხელმძღვანელ მასწავლებლებს ონლაინმადლობის სიგელები გადასცა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ინგა ვარდიძემ.

ონლაინკონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ახალი სკოლის მოდელის პროექტის ფარგლებში ლიდერობის განვითარების ექსპერტი-ქალბატონი ნინო მელქაძე, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი-ქალბატონი ხათუნა ხმალაძე, სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 2 საგნის გამოცდაზე აპლიკანტების 46 პროცენტი არ მივიდა - ცხრა პირი დაგვიანების გამო ტესტირებას გამოეთიშა

ცნობილია,  ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები საფეხურების მიხედვით

 

მოსწავლეს მეზობელმა მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა - დაკავებულს 13-წლიანი პატიმრობა ელის

მასწავლებელთა გამოცდაზე 23 პროცენტი არ მივიდა - დაგვიანების რეკორდული მაჩვენებელია

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება