სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გაამოს!“; „საქართველოს SUPER ოჯახები“ და „ეტალონი დირექტორები“ - „ეტალონი“ თანამოაზრეების შეკრებას აგრძელებს
27-05-2021
-
+


„ეტალონის“ გუნდი უპრეცედენტო LIVE პროექტებს წარმატებით აგრძელებს. კვირას, 30 მაისს, პირდაპირ ეთერში გავა სამი გადაცემა. 13:00 საათზე „გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე, 15:00 საათზე ინტელექტუალური კონკურსი „საქართველოს  SUPER ოჯახები“ და 17:00 საათზე „ეტალონი დირექტორები“.  

გადაცემებს ინტერაქტიულ-შემეცნებითი ხასიათი აქვს. „ეტალონის“ გუნდი LIVE გადაცემებს თავისი პროექტის უცვლელ თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებს და პროექტებში ახალ მეგობრებსაც რთავს - მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება და ვისაც მოსწავლე-ახალგაზრდების ბედი აღელვებს. LIVE​-ს უცვლელი წამყვანი და პროექტების ავტორი - გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

გადაცემები LIVE რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ „ეტალონის“ ფეისბუქ-გვერდზე და ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე ETALONI.GE.

ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, პირდაპირ ეთერში გადის სამი გადაცემა:

„საქართველოს  SUPER ოჯახები გახლავთ უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში სახლიდან გაუსვლელად, ყველასთვის თანაბარ პირობებში; დიდი ოჯახური სამზადისი, მხიარულება, ემოციები და მეყსეული ONLINE შეფასებები; გუნდურობის უპირატესობა, განსხვავებული ასაკისა და თაობის ადამიანთა თანამოაზრეობისა და ინტელექტის შედეგები და „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელების გამოვლენა-წახალისება! SUPER ოჯახების ინტელექტუალურ შერკინებას შეგიძლიათ 30 მაისს 13:00 სთ-ზე მიადევნოთ თვალი.

„გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე არის ONLINE ინტელექტუალური გადაცემა - საინტერესო სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლების პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანებისთვის, მზრუნველი ოჯახებისთვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის. 30 მაისს ამ გადაცემას 15:00 სთ-ზე იხილავთ.

„ეტალონი დირექტორები“ - თანამოაზრე სკოლის დირექტორები ონლაინ იკრიბებიან და სახალისო თამაშში ერთვებიან. ამ გადაცემას 30 მაისს 17:00 სთ-ზე იხილავთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება