სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპანია „თქვენი ადვოკატის“ დამფუძნებლის, ნიკა სადრაძის საჯარო ლექცია გაიმართა
19-12-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საადვოკატო კომპანია „თქვენი ადვოკატის“ დამფუძნებელი - ნიკა სადრაძე შეხვდა და საჯარო ლექცია ჩაუტარა თემაზე - „სისხლის სამართლის საქმის გამოძიების თავისებურებანი“.

მომხსენებელი სტუდენტებს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა - ვლადიმერ მაჭარაშვილმა წარუდგინა.

ადვოკატმა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს მოკლედ გააცნო თავისი პროფესიული გამოცდილებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია და მათთან კონკრეტული მაგალითები და შემთხვევები განიხილა.

საჯარო ლექცია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარიმართა: მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა საგამოძიებო პროცესის ეტაპები, სირთულეები და გამოწვევები. ნიკა სადრაძემ ბულინგის, პროპაგანდის, საზოგადოებასა და ქვეყანაში არსებულ ზოგად ფონზეც გაამახვილა ყურადღება.

ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ საუბარში, გამოხატეს თავიანთი პოზიცია და დამატებითი შეკითხვებიც დაუსვეს მომხსენებელს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება