სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია“ - მიქავას თემის N2 საჯარო სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებს დაემშვიდობა
21-05-2021
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს დაემშვიდობა. 

მეთორმეტე კლასელების სკოლიდან გაცილება ემოციურო იყო სკოლის კოლექტივისთვის, განსაკუთრებით კი მოსწავლეების დამრიგებლის ხვიჩა კაკაჩიასთვის.

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას!“ „ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებთ!“, „მომავალი წლები გასულზე ბევრად წარმატებული გქონოდეთ!“

აი, დადგა ის  დღეც, რომელზეც ასე ოცნებობდით, სევდანარევი სიხარულით ითვლით წუთებს. გენანებათ ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება. ამასთანავე, გიხარიათ ახალ საფეხურზე ასვლა, წინ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად, უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, უფრო რთული, მაგრამ საინტერესო  ცხოვრებისეული ბარიერები გაქვთ გადასალახავი. თუმცა, წინ უფრო საინტერესო ცხოვრება გელით... ჯერ ეროვნული გამოცდები, მერე სტუდენტობა... ეტაპები, რომელიც არავის  ავიწყდება.

მთელი გულით გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ საკუთარი თავის რწმენას, გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია. მასწავლებლებმა და მშობლებმა მოგეცით ყველაფერი, რაც შეგვეძლო. თუკი რამე ვერ შევძელით, გვაპატიეთ, ჩვენ ძალიან  ვცდილობდით. გვიყვარხართ და გვეამაყებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება