სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ვისურვებდი, რომ ახალ სქემაში დეტალურად გაიწეროს კარიერული წინსვლის დეტალები“ - ირმა ტატიშვილი, წეროვნის N3 სკოლის დირექტორი
06-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, როგორ უნდა დაძლიონ სკოლებმა მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენა - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, ირმა ტატიშვილს მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სოციალური მუშაკის ინტეგრირება სასკოლო ცხოვრებაში პოზიტიურ როლს შეასრულებს მოსწავლეთა არასასკოლო გარემოს შესწავლის კუთხით, რაც გააადვილებს მოსწავლეთა პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაწრის გზების ერთობლივ ძიებას.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში უკვე ფუნქციონირებს სრულად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი, სკოლას ემსახურება კვალიფიციური ექიმი.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- ვიმედოვნებ, ეს ცვლილება გაზრდის პასუხისმგებლობას მოსწავლისა და ოჯახის მხრიდან

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

 - ონლაინსწავლებაში არასისტემეტურად ჩართული მოსწავლეებისათვის სკოლამ პრობლემის წარმოშობისთანავე გამოძებნა ალტერნატიული საშუალებები, კომუნიკაციის სხვა ფორმები და პრაქტიკულად არ გვყავდა სასწავლო პროცესს სრულად მოწყვეტილი მოსწავლე. ეროვნული სასწავლო გეგმა იძლევა საშუალებას კონკრეტული საკითხის შესწავლის ვადები არ იყოს განსაზღვრული, სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილდეს არა კლასის, არამედ საფეხურის ფარგლებში, რაც საშუალებას მოგვცემს პრობლემები ეტაპობრივად აღმოიფხვრას.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

 - სასწავლო პროცესში ჩართული ადამიანების აზრი ყოველთვის გასათვალისწინებელია, რადგან ისინი შიგნიდან, სიღრმისეულად ხედავენ პროცესს და მისი თანამონაწილენი არიან. ვისურვებდი, რომ ახალ სქემაში დეტალურად გაიწეროს კარიერული წინსვლის დეტალები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება