სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება, სამასწავლებლო

„მომავალ თაობას სჭირდება უანგარო სიყვარული“ - ლამზირა ჩხაიძე, ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი
05-05-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის, ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორის, ლამზირა ჩხაიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ადგილი და გარემო მომავალი განათლებული საზოგადოებისა.

- ცოდნა გვანიჭებს...

- გამოცდილებასა და იმედს საკუთარი თავის, რათა ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- უანგარო სითბო და სიყვარული, მზრუნველი გარემო, სკოლა, სადაც ლამაზ ბავშვობასთან ერთად, მიიღებენ ცხოვრებისეულ ცოდნას.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- მინდოდა უფრო თამაში, ვიდრე სწავლა, მაგრამ ჩემი მშობლებისა და პედაგოგების დახმარებით, მეტ დროს ვუთმობდი სწავლას.

- დირექტორობა მეხმარება...

- ვიყო უფრო აქტიური ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეტი დრო გავატარო მოსწავლეებსა და კოლეგებთან. ასეთი აქტიური ურთიერთობა ძალიან მეხმარება კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ ხანდახან საჭიროა სკოლის დირექტორობა გვერდზე გადავდო და მოსწავლეს მივუდგე როგორც მეგობარი, თანამოაზრე, კოლეგას კი - როგორც უბრალო კოლეგა, რათა უფროს-უმცროსობის საკითხმა არ შემიშალოს ხელი რაიმე საკითხის გარკვევაში ან პრობლემის გაგებასა თუ მოგვარებაში.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- იყო ის, ვინც ხარ, რადგან ყველა გიცნობს და გიმახსოვრებს შენი სახელით, საუბრითა და საქციელით. არ შეგშურდეს სხვისი და ეცადე, მიბაძო შენზე უკეთესი საქმისმკეთებელს, რათა მოტივაცია გაგიჩნდეს და საკუთარი ძალისხმევით მიაღწიო წარმატებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება