სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული კითხვის კლუბის შეხვედრას დაესწრნენ
04-05-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლა, სადაც მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა მოტივაციაზე.

განთიადის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე რომან სურმანიძე დაესწრო მხატვრული კითხვის კლუბის მორიგ შეხვედრას, რომელიც თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ხელვაჩაურის რესურსცენტრთან არსებული მხატვრული კითხვის კლუბის მორიგი შეხვედრის თემა იყო გურამ დოჩანაშვილის „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“ და ჭოლა ლომთათიძის „უბის წიგნაკიდან“.

შეხვედრას განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომან სურმანიძე ასე ეხმაურება: „კლუბის მუშაობაში დისტანციურად ჩაერთნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მადლობა მოდერატორებს განსაკუთრებით რამინ შავაძეს; მადლობა ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსს ხათუნა დიდმანიძეს, მადლობა გულნაზ კარანაძეს. მადლობა განთიადის საჯარო სკოლას. ჩვენი სკოლიდან წარმოდგენილი ვიყავით სამი მოსწავლე: მე-10 კლასის მოსწავლე რომან სურმანიძე,
მე-11 კლასის მოსწავლეები - ლინდა დუმბაძე და თეონა დუმბაძე. თითოეულ მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებებს.

მადლობა, ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, სასწავლო ნაწილს ქეთი კომახიძეს“.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

პატარები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ და ქალაქ ნინოწმინდის პარკში დარგეს

ქართული ენის გაკვეთილზე, მასწავლებელ შორენა დვალიშვილის დახმარებით, პატარა ავტორებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს
 
 
 
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება