სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სამასწავლებლო

„ჩვენი მოვალეობა არ უნდა დაგვავიწყდეს: კეთილგანწყობა, ერთგულება და სიყვარული მოსწავლეებისადმი“ - ლალი წულაია, იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი
04-05-2021
-
+


რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენა - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექტორის - ლალი წულაიას მოსაზრებას გთავაზობთ:

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?

 - მიუხედავად იმისა,  რომ  დღეის მდგომარეობით დიდ ყურადღებას უთმობს განათლების სამინისტრო სკოლებს და ყველა სასწავლო დაწესებულებებს, სასწავლო პროცესის  უკეთ წარმართვისათვის და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისათვის, რომელშიც ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, ადგილობრივი ორგანოები და რესურსცენტრის მთლიანი შემადგენლობა, ჩვენი სკოლა უზრუნველყოფილია სანიტარულ ჰიგიენური  საშუალებებით,  დეზობარიერით,  დისპენსერით, რომელიც განთავსებულია ყველა მოქმედ შესასვლელთან, რეგულაცია ხდება ბრძანებით დანიშნულ პირთა მიერ. სკოლას დროულად მიეწოდება პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები, სკოლაში ასევე გვაქვს სამედიცინო ოთახი, დაცულია ყველა პირობა რაც COVID-19-თან არის დაკავშირებული. მე მაინც მიმაჩნია და სავალდებულოა სკოლას ჰყავდეს ექიმი ან აუცილებლად ექთანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სასკოლო სივრცეში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზე და სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვაზე, რაც ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. 

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს თუ ის 45-ი სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებებს, ეს მეტად რთული და სავალალოა სკოლისთვის, ოჯახისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, სკოლამ და ოჯახმა არ უნდა მიიყვანოს მოსწავლე იქამდე, რომ გააცდინოს 45 დღე,  აქ რაღაცის ზღვარი უნდა არსებობდეს სკოლასა და მშობელს შორის, ეს მარტო მოსწავლის უპასუხისმგებლობა არაა, გამოინახოს გამოსავალი, მოსწავლე არ უნდა მივიდეს გაცდენის ამ რიცხვამდე. ეს ჩვენი მოვალეობაა, ამით კიდევ ერთი ან რამდენიმე ახალგაზრდა გადარჩება, არ ჩამოუყალიბდება მოსწავლეს ქუჩური ქცევა და არ დავკარგავთ ერთ ან რამდენიმე ახალგაზრდას, რომელსაც გარკვეული არ აქვს როგორ იცხოვროს. 

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინ სწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- ამ მძიმე  პერიოდში,  რომელიც დაკავშირებული არის პანდემიასთან,  განათლების სისტემამ და სკოლებმა დიდი მოვალეობა აიღეს, გადაარჩინონ მოსწავლეები „უცოდინრობას", საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ის კი არ არის, მოსწავლეს მასწავლებელმა მოუნიშნოს გაკვეთილი, არამედ  მტკიცე ცოდნა უნდა მისცეს მოსწავლეს, საგნების მიხედვით. არ დაუშვას, რომ მოსწავლე სხვადსხვა მიზეზით არ ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, მართალია, რთულია ისეთ საგნებში, რომელსაც დაფა სჭირდება,  გაკვეთილი აუხსნა, გააგებინო, ამოახსნევინო, მაგრამ მონდომება არის საჭირო, რომელსაც გული და ნებისყოფა სჭირდება,   ადამიანობა ისეთი ცოცხალი ორგანიზმია, გაუკეთებელს აკეთებს, ჰოდა, ჩვენი მოვალეობა არ უნდა დაგვავიწყდეს კეთილგანწყობა, ერთგულება და სიყვარული მოსწავლეებისადმი, რა თქმა  უნდა, ამაში უნდა გვეხმარებოდეს მშობელი და ყველა ოჯახის წევრი.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა რჩევები რესურსცენტრების გავლით, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და შევასრულოთ, არ უნდა არსებობდეს სასკოლო სივრცეში მოსწავლეთა არათანაბარი ჩართულობა. მოითხოვე, დაეხმარე, გაახარე მოსწავლე - ეს დირექტორის მოვალეობა უნდა იყოს. სხვა თემაა მშობლებთან ურთიერთობა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ჩემი სკოლა პანდემიის პირობებში  ასრულებს ყველა იმ მითითებას რაც სასკოლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელია, გვჯერა, სულ მალე დავუბრუნდებით ჯანსაღ გარემოს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება