სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

წყალტუბოში ცუდი ამინდის მიუხედავად, „ეტალონის“ ღონისძიების ხალხმრავალი აუდიტორია ესწრება
06-12-2017
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება. 

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას ესტუმრა და მერიისა და რესურსცენტრის თანამშრომლებს ახალი, ინოვაციური პროექტი Izrune.ge გააცნო. ამის შემდეგ კი „ეტალონის“ გუნდი ვარციხჰესების საჯარო სკოლას ეწვია. გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „წყალტუბოს ეტალონ მოსწავლეს“, ნათია ხვისტანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისათვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ მიმდინარეობს. მასში წყალტუბოს სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 



























კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება