სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა
04-12-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ბრიფინგი გამართა. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, ახლობლებსა და მთელ საზოგადოებას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სკოლებში მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება. ამასთან, სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.

„შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უსწრაფესად მოხდეს სიმართლის დადგენა. ჩვენი შვილების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ინტერესია. დღეს სამინისტროს უმთავრესი საზრუნავია, გავაძლიეროთ მუშაობა საიმისოდ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას. ჩვენმა ძალისხმევამ მთელი ქვეყანა, უკლებივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას. ეს ამოცანა ყველა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, მთლიანად საზოგადოების ყოველდღიურ შრომას, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს. 

გუშინ შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ აუცილებელია დანაშაულის პრევენციის მიზნით, სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის კონკრეტულ გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია. პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ.

ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო სერვისების უზრუნველყოფაზე, დაინერგება კონფლიქტების პრევენცია-მართვისა და მედიაციის პროგრამები. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი. ქვეყნის უკლებლივ ყველა სკოლა რომ მოვიცვათ, პროცესში პროფესიონალებთან ერთად ჩართულები იქნებიან უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტები და დოქტორანტები.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მშობლების აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. ეს გულისხმობს როგორც, ერთი მხრივ, მშობლების ინტენსიურ ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში, ასევე – მათთვის საჭირო საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებას.

ჩვენ არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციაზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ისეთი ვითარების ფორმირებაზე, სადაც ძალადობა და აგრესია დაუშვებელია. მჯერა, რომ რაც არ უნდა რთულად გვეჩვენებოდეს ეს, ჩვენ სწორედ ამ მიზნისკენ უნდა ვიმოძრაოთ. ეს კი მხოლოდ ცოდნისა და განათლების გავრცელებით, ღირებულებათა სწორი სისტემის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით მიიღწევა.

სამინისტრო გახსნილია საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის. დღეს ვხვდები ფსიქოლოგებსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ უკლებლივ ყველა სკოლა მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს და მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება