| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ახაშნის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს ძალიან უყვართ სწავლა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის ინიციატივით, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა და ამ მნიშვნელოვან და სასიკეთო ინიციატივას გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გამოეხმაურა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახაშნის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნონა კობიაშვილმა რესურსცენტრის უფროსს, დალი მინდიაშვილს მისთვის სასურველი წიგნი უსახსოვრა. რაც გახდა - „აჩუქე წიგნის“ კამპანიის დაწყების საფუძველი.
„მიგვაჩნია,რომ წიგნი მხოლოდ ტექსტი როდია, ის ნივთია, რომელიც გამორჩეულ ემოციას აღძრავს არა მარტო ბავშვებში, არამედ მოზრდილებშიც. შემოუერთდი კამპანიას“, - აღნიშნულია ახაშნის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ