სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების გამოცდაზე მინიმალური ზღვარი არ არსებობს - რა განმარტებას აკეთებს „ნაეკი“
20-04-2021
-
+


2021 წლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ტესტირებაზე 28 700-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, საიდან 8 719 პრაქტიკოსი სტატუსის მქონე პედაგოგია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა საგნის გამოცდის მინიმალური გამსვლელი ქულები გამოაქვეყნა, სადაც პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარის შესახებ ინფორმაცია არ იყო. აღნიშნულმა კი პედაგოგები დააბნია, ამიტომაც საგამოცდო ცენტრს დამატებით დეტალებისთვის ჩვენ მივმართეთ.

ცენტრის განცხადებით, პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიული უნარებისთვის კონკრეტული ზღვარი ცენტრს დადგენილი არ აქვს.

„ამ გამოცდას მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლები აბარებენ, შესაბამისად მათთვის კონკრეტული ზღვარი ცენტრს დადგენილი არ აქვს. მასწავლებლის სახლი ანიჭებს ქულების შესაბამისად კრედიტქულებს“, - გვიპასუხეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში მინიმალური ზღვარის არარსებობას პრობლემატურად აფასებს სახელმწიფო აუდიტიც და მასწავლებლის სახლს რეკომენდაციით მიმართავს:

„მასწავლებლის კვალიფიკაციის დადასტურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ყველა საფეხურზე მკაფიოდ გაიწეროს პედაგოგის მიერ პროფესიული უნარების გამოცდის ფარგლებში, კომპეტენციის დამადასტურებელი მინიმალური ზღვარი“.

როგორ ხდება პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების მიხედვით კრედიტების მინიჭება, ამის გასაგებად მასწავლებლის სახლსაც დავუკავშირდით, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება