სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინფიცირებულთა მატების გაგრძელების შემთხვევაში დადგება თუ არა სკოლების კვლავ ონლაინ რეჟიმზე გადასვლის საკითხი? - ეკატერინე დგებუაძის განმარტება
17-04-2021
-
+


განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებას მიმართა და ჯანდაცვის სამინისტროს გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა, რათა მოსწავლეებმა სკოლაში სიარული და საკლასო ოთახებში განათლების მიღება შეძლონ.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოების ცნობიერება. თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა სკოლაში იარონ, არ გადავიდეს სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, რამეთუ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, სკოლაში სიარული, მეგობრებთან ურთიერთობა, საკლასო ოთახებში ჩატარებული გაკვეთილი და ცოცხალი ინტერაქცია, მაქსიმალურად უნდა შევასრულოთ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა ჩვენი შვილები დავიცვათ. განათლების სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სკოლაში, მაგრამ ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა ტელეკომპანია  „იმედის“ ეთერში დგებუაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე - შემთხვევების მატების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლებელია, თუ არა დღის წესრიგში დადგეს სასწავლო დაწესებულებების კვლავ ონლაინ რეჟიმზე გადასვლის საკითხი? - მინისტრის მოადგილე პასუხობს:

„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მე არ შემიძლია, ახლა ზუსტი პასუხი გაგცეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ სკოლებს წერტილოვნად ვმართავთ, რაც, ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სკოლაში დაფიქსირდა, ან მოსწავლის თუ მასწავლებლის ოჯახის წევრს, ადმინისტრაციის წარმომადგენელს დაუფიქსირდა კოვიდი, იმ წუთას, ეს ინფორმაცია მიდის შესაბამის უწყებაში და სწორედ ეპიდემიოლოგები იღებენ გადაწყვეტილებას, მთლიანად სკოლა დაიხუროს თუ საკლასო ოთახი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება