სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიყვარული ატრიალებს დედამიწას“ - ბაშის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
16-04-2021
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, ამავე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლელა ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გამართეს სახელწოდებით - „სიყვარული ატრიალებს დედამიწას“. 

„ზეიმის მონაწილეებმა ფართო სპექტრით წარმოაჩინეს სიყვარული და მისი განხილვა, უნაზესი და უსპეტაკესი გრძნობით - დედაშვილური სიყვარულით დაიწყეს. ნოდარ დუმბაძისა და სხვა პოეტების გენიალური ფრაზებით მოეფერნენ დედებს, არც მეგობრული სიყვარული დაუტოვებიათ უყურადღებოდ და არც სამშობლოს სიყვარულს შეწირული ადამიანების ღვაწლი დავიწყნიათ, დათა პაპისა და მისი ქვრივის სულშიჩამწვდომი ისტორიით უგალობეს სამშობლოსა და მისთვის თავდადებულ გმირებს. 

„ხატიამ და სოსოიამ“, „მერიმ და ზურიკელამ“, „დეიდა ანიკომ და კუკარაჩამ“, „რომეომ და ჯულიეტამ“ - ყველაფერი „თქვეს“ სიყვარულზე, მარტივად და გენიალურად დაგვარწმუნეს, რომ „სიყვარული დიდი ნიჭია და ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება