სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცვლილება მოსწავლეების სკოლაში დასაბრუნებლად - ახალი ვადები, რომლებიც დამრიგებელმა და სკოლამ უნდა დაიცვას
16-04-2021
-
+


პირველად, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააწესა რეგულაციები, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს. საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს, პროცესში მთელი განათლების სისტემა ერთვება.

აღნიშნულ რეგულაციებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის საერთაშორისო კონსულტანტთან და UNESCO-ს განათლების მკვლევარებთან ერთად იმუშავა. სწორედ მათ რეკომენდაციებსა და საერთაშორისო გამოცდილებას დაეფუძნა შესაბამისი დოკუმენტი. 

რეგულაციები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, მინისტრის ბრძანების მიხედვით, პირველ ეტაპზე, მოსწავლის სკოლაში/გაკვეთილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე, არაუგვიანეს მე-10 დღეს, კლასის დამრიგებელი ვალდებულია სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ანგარიში. დოკუმენტში გარკვევით იქნება გაწერილი მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან მუშაობის 10-დღიანი ანგარიში (გაცდენის მიზეზის დადგენა, მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის აღწერა და სხვ.). ამასთან, მთავრობის დადგენილებით, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური პრობლემების გამო მოსწავლეს არ აქვს წვდომა „ტელესკოლასა“ და ონლაინსწავლებაზე,  მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მასთან კომუნიკაცია ნებისმიერი, მათ შორის სატელეფონო ფორმით. ხოლო მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს სკოლასთან. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოსწავლე დისტანციური სწავლების დროს სტატუსი შეჩერებისგან დაცულია.

ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი, პროცესში კლასის დამრიგებელთან ერთად, განათლების სისტემის სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელონ ოჯახში ვიზიტი. განათლების სოციალური მუშაკები მოზარდის სასწავლო პროცესში დაბრუნების მიზნით იმუშავებენ მოსწავლესთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან.

განათლების სისტემა ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებს მოზარდის სასწავლო პროცესში ჩასართავად.
იმ შემთხვევაში, თუ აღწერილი ეტაპების გავლის შემდეგ, მოსწავლე არასაპატიო მიზეზების გამო სკოლაში მაინც არ გამოცხადდა, მას მოსწავლის სტატუსი უჩერდება, თუმცა, სტატუსის აღდგენა შესაძლებელია მშობლის განცხადების საფუძველზე, მიმართვისთანავე.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძვლად 90 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლის ზედიზედ გაცდენა ითვლებოდა, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია და მოიცავს სასწავლო წლის ნახევარზე მეტს. აქამდე სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, მოზარდის სკოლაში დასაბრუნებლად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე 90-დღიანი ვადის ამოწურვამდე ერთხელ მაინც გამოცხადდებოდა სკოლაში, მისთვის გაცდენების აღრიცხვა თავიდან იწყებოდა. შესაბამისად, მოზარდი მოსწავლის სტატუსით სარგებლობას აგრძელებდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად საგანმანათლებლო პროცესის მიღმა იყო დარჩენილი და სასწავლო პროგრამა აუთვისებელი რჩებოდა. ამასთან, სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, მოსწავლის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორების პრევენციის მიზნით, დროულად მოეხდინა შესაბამისი რეაგირება. 

აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს განათლების სისტემას, უზრუნველყოს თითოეული მოზარდის განათლების ფუნდამენტური უფლების დაცვა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება