სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ხშირად ვფიქრობ, როგორ დავიცვათ მასწავლებლის უფლებები“ - მაკა ქავთარაძე, ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი
15-04-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ასპინძის მუნიციპალიტეტის, ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორის, მაკა ქავთარაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- სირთულეების გადაჭრისა და მოგვარების გზები. რამაც სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- ციფრული ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლებაა, როცა მასწავლებელი და მოსწავლე ერთსა და იმავე დროს არიან ჩართულნი და ეს ყველაფერი ონლაინ-გაკვეთილებმა გვასწავლა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 21-ე საუკუნის ყველაზე რთულ წლად. ეპიდსიტუაციამ სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- წარმატება, რადგან მასწავლებელი მთავარ როლს ასრულებს სასწავლო გარემოს შექმნაში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- თვითკრიტიკა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში, ითანამშრომლონ სკოლის თითოეული საგნის მასწავლებელთან და კლასის დამრიგებელთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს დაცული მასწავლებლის უფლებები.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება