სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ზოგჯერ ჩემთვის ვბუტბუტებ: რატომ! რატომ ჩემს ლამაზ ბებოს?!“ - ქუთაისელი მოსწავლის წერილი ბებოს
14-04-2021
-
+


კოვიდპანდემიამ ადამიანები ერთმანეთს დაგვაშორა - მსგავს ფრაზას ხშირად გაიგონებთ ბოლო პერიოდში, ჩვენ კი გვინდა, ერთი კონკრეტული მაგალითით, გიამბოთ ამბავი ბებია-შვილიშვილის დიდ სიყვარულზე, რომელიც ძნელად თუ დატოვებს გულგრილს ვინმეს.

ელენე ტაკიძე მეოთხეკლასელი გახლავთ, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, ზუსტად აცნობიერებს უხილავი მტრისგან მომდინარე საფრთხეს. ალბათ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, დაეწერა ის, რაც ძალიან, ძალიან აწუხებს - ესაა მონატრება ადამიანსა, რომელიც უზომოდ უყვარს და რომლის ნახვის შესაძლებლობაც ისევ და ისევ, პანდემიის გამო, არ აქვს.

როგორც ელენეს დედიკო, ნათია სურმანიძემ გვითხრა, გოგონას საყვარელი ბებო ენატრება. „სოფელში წასვლა უნდოდა, ჩვენ კი, ვერ წავიყვანეთ. ბებოს კოვიდი ჰქონდა და ბავშვის ჯანმრთელობის გამო, ცოტა შევშინდით. ამიტომაც გადაწყვიტა წერილის დაწერა“, - გვიმხელს ნათია და იმასაც დასძენს, რომ თავდაპირველად ელენეს კონკურსში სურდა მონაწილეობა, თუმცა საბოლოოდ, დამოუკიდებლად, მეგობრის დახმარებით, წერილი „ეტალონს“ გამოუგზავნა.

ელენე ტაკიძის წერილს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

გამარჯობა, ბებო!

იცი, როგორ განვიცდი, რომ ვერ გხედავ? ძალიან მენატრება ჩვენი სოფლის ეზო: ჩიტების ჟრიამული, ნაირნაირი ყვავილები და ბაღისაკენ მიმავალი ბილიკები. მინდა, ჩაგეხუტო და შევიგრძნო შენი საამო სურნელი. ყოველ წამს, ყოველ წუთს შენზე ვდარდობ. ვფიქრობ, რაიმე ხომ არ გჭირდება.

პანდემიის გამო, ვეღარ მოგინახულე. ჩემს ცრემლს, ჩემს დარდს, ჩემს ნაღვლიან ღიმილს, ერთი სიტყვა - „უშენობა“ ჰქვია; ამქვეყნად ყველაფერს გავუძელი და ერთმა სიტყვამ - „უშენობამ“ მძლია. ტირილი მიყვარს, როცა მარტო ვარ, ფიქრებთან ერთად, ღამით.  ვარსკვლავებს შევეხვეწები შენს თავს. ტირილი მიყვარს, როცა ხატის წინ ღმერთს ვევედრები, მონატრებას მოუღოს ბოლო. ვდარდობ და ვდარდობ! ყოველთვის ვდარდობ შენზე. ხატების წინ ვდგები და უფალს ვევედრები, რომ კარგად იყო. ზოგჯერ ხის ძირას ჩამოვჯდები და ჩემთვის ვბუტბუტებ: რატომ! რატომ ჩემს ლამაზ ბებოს?! მხოლოდ ჩემი ბებო იცავდა ყველა წესს და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მაინც შეეყარა ეს ვერაგი დაავადება - მსოფლიოს დიდი ტკივილი კოვიდი, რომელსაც ებრძვის თითოეული ჩვენგანი... თავს იმით ვიმშვიდებ, რომ შენს გვერდით ჩემი მზრუნველი ბაბუაა და ყოველთვის უპირობოდ ზრუნავს შენზე; ზრუნავს, რადგან უშენოდ ერთი წუთიც არ შეუძლია. ვიცი, მისი ერთადერთი საფიქრალი ხარ; ისიც ვიცი, რომ ჩვენი მონატრება ტანჯავს, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, კარგად აქვს გააზრებული, რომ ასე სჯობს ჩვენთვისაც და თქვენთვისაც.

ყოველგვარი სიბრძნის საფუძველი მოთმინებაა, ამიტომაც შევეცდები, მოვითმინო და ამ სიტუაციიდან როცა გამოხვალ, აუცილებლად მოგინახულებ. ჩვენ, ყველა ერთად, ერთმანეთის სიყვარულით დავამარცხებთ covid-19-ს.

დიდი სიყვარულით, ელენე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება