სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა არის ადგილი, რომელმაც ათწლეულების მანძილზე უკვდავი საქმე უნდა გაუკეთოს ქვეყანას“ - შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხუციშვილი
14-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი, რა სჭირდება მომავალ თაობას, რას ახსენებს ხშირად საკუთარ თავს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორის მანანა ხუციშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის ადგილი...

- სადაც ქვეყნის მომავლის თესლი ითესება. ადგილი, სადაც პედაგოგის ღვაწლი ფასდება. ადგილი, რომელმაც ათწლეულების მანძილზე უკვდავი საქმე უნდა გაუკეთოს ქვეყანას.

- ცოდნა გვანიჭებს...

- სიამოვნებას, თავდაჯერებას, მყარად დგომას. ცოდნა ერთდროულად ტვირთიც არის და სიმსუბუქეც.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- კარგი გზამკვლევი, კვალიფიციური, ინოვაციებით აღჭურვილი, წინაპართა გამოცდილებაზე დაშენებული, პედაგოგების სახით, რომლებიც თავდაჯერებას და მუდმივი განვითარების უნარს ჩაუნერგავენ მათ.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- არ მიოცნებია რაიმე სახით სათავეში ყოფნაზე, რამეთუ ვთვლი, რომ ნებისმიერი პოზიციიდან ქვეყანას, მომავალ თაობას, თავდადებით, მთელი გულით, სიწრფელითა და მაღალზნეობრივი პრინციპებით შეგიძლია, ემსახურო.

- დირექტორობა მეხმარება...

- ვაკეთო უფრო მეტი უკეთესი თაობების აღსაზრდელად. მთელი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო იმისათვის, რომ სამშობლოს მყარი საფუძველი ღირსეულმა, განათლებულმა ახალგაზრდებმა აშენონ.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ... 

- რომ ადამიანის წმინდათაწმინდა მოვალეობაა სამშობლოს სიყვარული, ღმერთთან ერთად ცხოვრება, ადამიანის სიყვარული, უანგარო სიკეთის კეთება.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- დაუზარელი შრომა, მუდმივად განვითარება და სწავლა, შემდგომ კი მისი გაზიარება სხვებისთვის. მიზნამდე მისასვლელად არ უნდა გაჩერდე, არ უნდა დაიღალო. არც წაიბორძიკო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება